მთავარისიახლეებისაზოგადოებამოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა 24 წლის მურად წურწუმიას ოჯახის მხარდასაჭერად აქცია გამართეს

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა 24 წლის მურად წურწუმიას ოჯახის მხარდასაჭერად აქცია გამართეს

Published on

მოძრაობამ „შეცვალე“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ვარკეთილის სასაფლაოზე სპეცრაზმელის ცემის შედეგად მოკლული 24 წლის მურად წურწუმიას ოჯახის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მათივე თქმით, მთავარი მოთხოვნაა, საქმეში მონაწილე ყველა პირის დასჯა. „შეცვალეს“ წევრები ამბობენ, რომ ძალოვანი უწყებები ხელს აფარებენ მეორე სპეცრაზმელს, რომელიც ცემაში მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეებმა შსს-ს შენობასთან წითელი საღებავით ასფალტზე ხელის ანაბეჭდებიც დატოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, 2 იანვარს თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მ.ჩ.-ს და მ. წ.-ს მიმართ განხორციელებული ცემის და მ.წ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, 3 იანვარს გამოძიება დაიწყო. გამოძების ფარგლებში საგამოძიებო უწყებამ ერთი პირი დააკავა

სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...