მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე ,,შავი სიის'' შესახებ: ,,საარჩევნო წელი მოდის და ყველა საჯარო პირმა...

გიორგი ვაშაძე ,,შავი სიის” შესახებ: ,,საარჩევნო წელი მოდის და ყველა საჯარო პირმა უნდა იცოდეს, რომ არცერთი მისი უკანონო ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება”

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებულ „შავ სიასთან“ დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ – გიორგი ვაშაძემ თოქ-შოუ „360 გრადუსში“ ისაუბრა. მისივე განმარტებით შავი სია ორ ნაწილად იყოფა – ლიდერები, რომლებიც გასცემენ დანაშაულებრივი ქმედების შემცველ ბრძანებებს და ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მოხდება სიაში შესული პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ მკაცრი სანქციები შემუშავდება.


„საარჩევნო წელი მოდის და ყველა საჯარო პირი, მოსამართლე იქნება ეს თუ პროკურორი არ აქვს მნიშვნელობა, ვინც ასრულებს უკანონო ქმედებებს მოხდება მათი იდენტიფიცირება, საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამისი დახასიათება, შესაბამისი შინაარსითვე გადაიგზავნება, მსგავსი სიები საერთაშორისო პრაქტიკისთვის უკვე ცნობილია.

თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ასრულებს უკანონო დავალებებს ხელისუფლების მხრიდან, ერთი რამ უნდა იცოდეს, რომ არცერთი მათი უკანონო ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება. მერწმუნეთ, რომ შენგენის ზონაში, ამერიკის საემიგრაციო სამსახური ძალიან ბედნიერი იქნება თუ შეამცირებს რისკებს საკუთარ ქვეყანაში მოძალადებიის შესვლის.

ეს არის ძალიან სერიოზული მზადება, რომელიც ოპოზიციამ დაიწყო და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება ამტკიცებს, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ ვმუშაობთ მწყობრად, სისტემურად, კონკრეტული ნაბიჯებით და კიდევ ბევრი მექანიზმი გვაქვს შემუშავებული“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...

საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია-კობახიძე

როდესაც ისინი თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა...

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის მიღებას 53-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა,...