მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე პეტრე: პატრიარქმა ღვთის შიში დაკარგა, მხოლოდ პატივის, მდგომარეობის დაკარგვის ეშინია

მეუფე პეტრე: პატრიარქმა ღვთის შიში დაკარგა, მხოლოდ პატივის, მდგომარეობის დაკარგვის ეშინია

Published on

სინოდის მიერ მიტროპოლიტობიდან განყენებული მეუფე პეტრე ტვ.პირველის ეთერში გამოეხმაურა იმას, რომ მან სინოდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

“ ქალბატონმა პრეზიდენტმა, თვითონ როგორც თავის თავს უწოდა, მართმადიანმა პრეზიდენტმა, მართმადიანი გადაწყვეტილება მიიღო. ანუ ეს იყო დამახინჯებული, უსულო ადამიანის ურცხვი გადაწყვეტილება. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ იყო მისი პირადი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ეს იყო ურცხვი და უმადლო პატრიარქის ზეწოლის, ბრძანების და თანხობის შედეგად მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისევე როგორც ციანიდის საქმე დაიგეგმა უსჯულო ხელისუფლების და უსჯულო საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, დღესაც, ფაქტიურად პარალიზებული დეკანოზი დარჩა საპყრობილეში ურცხვი და უსჯულო ხელისუფალთა, პრეზიდენტის და საპატრიარქოს წარმომადგენელთა ერთობლივი უსჯულოებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო სიტყვას უფალი იტყვის, უფალი მეფობს”

მართმადიანი და ურცხვი პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის ბოროტება, მაგრამ ამ ბოროტების წყარო არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მისი გარემოცვა. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც ზურაბიშვილის წინამორბედ პრეზიდენტთან, ასევე ეს ყველაფერი პატრიარქთან და მის გარემოცვასთან შეთანხმებით მოხდა.

პატრიარქი, მიუხედავად იმისა, რომ ერს ჰგონია, რომ არის მოსიყვარულე მამა, სინამდვილეში შურისმაძიებელი ადამიანია. ეს არის შურისძიება მამა გიორგი მამალაძის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ღრმად მოხუცებულობაშია, პატრიარქს ღვთის შიში აქვს დაკარგული. ღმერთთან შეხვედრის შიში აქვს დაკარგული და ამიტომ მას ეშინია მხოლოდ მისი მდგომარეობის, იმ პატივის და კერპის დაკარგვის, რომელიც მან შექმნა 42 წლის განმავლობაში. საბჭოთა პატრიარქმა რა კერპიც შექმნა საქართველოში, ამის დანგრევის ეშინია”

მაგრამ რომ უფალი მეფობს და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი და აუცილებლად, მიმდინარე 2020 წელი იქნება საბედისწერო და იქნება სიმართლის, სამართლიანობის და სიყვარულის ზეიმი და აუცილებლად, ქართველი ერი გამოვა და დადგება და შეცვლის ამ უკუღმართ მდგომარეობას და რეალობას. 

პატრ

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...