ხელისუფლება თბილისში ლავროვის ჩამოსვლისთვის თადარიგს იჭერს და ,,პის ისქვამენს” – წინასწარ ილამაზებს პირს

0
435

თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული და დახვდება ძალიან პრინციპული პოლიტიკური განცხადებები ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძემ საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, შემოუშვებს თუ არა ქართული მხარე საქართველოში სერგეი ლავროვს, თალაკვაძის თქმით,“საზღვრის კვეთა ეხება სხვა სტრუქტურებს”.

“სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე მე ნამდვილად ვერ გეტყვით სად ჩავა და სად არ ჩავა. საქართველომ ჩაიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა და ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ რაც ტრადიციულად თავმჯდომარე ქვეყნების მიერ ტარდება, ის ღონისძიებები ჩავატაროთ, მათ შორის მინისტერიალი. თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. საქართველოში დახვდება ხელისუფლების ძალიან პრინციპული პოზიციები, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეასრულოს აღებული ვალდებულებები, საქართველოში დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები მძიმედ ირღვეოდა, იყო მკვლელობები, გატაცებები და უკანონო პატიმრობები და საქართველოში დახვდება ძალიან პრინციპული პოლიტიკური განცხადებები ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

წინა სტატიასად არის ბერა ივანიშვილის ფიქრები და ლოცვები?
შემდეგი სტატიარატომ დარბოდა სულ მიხეილ სააკაშვილი? – ,,გუდაურში 5 დღეა წყალი არ არის, ესენი ქეიფობენ-მე გავიქცეოდი და 1 საათში გავაკეთებდი ყველაფერს”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური