მთავარისიახლეებისაზოგადოებაიღუმენია თამარ გამყრელიძეს პატრიარქმა ზიარების მიღება აუკრძალა და სინანულისთვის დრო მისცა

იღუმენია თამარ გამყრელიძეს პატრიარქმა ზიარების მიღება აუკრძალა და სინანულისთვის დრო მისცა

Published on

შესაბამისი ბრძანების ფოტოს, რომელიც გასული წლის დეკემბრით თარიღდება, დედა თამარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. 

„ცნობისათვის, ეს ის საპატრიარქოს მღვდელმთავრების კომისიაა კიდევ ერთი საქართველოს ეკლესიის “მარგალიტ” დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან ერთად, რომელმაც მე იღუმენია თამარ გამყრელიძე, სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის და მართალი მღვდელმთავრის გვერდში დგომისათვის, უზიარებლობით დამსაჯა და უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინა.

მხოლოდ საკუთარი სირცხვილის, თავისი უღირსების გადასაფარავად პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისრეს და სადამსჯელო ბრძანება მისი ფაქსიმილიით გამომიგზავნეს. სად არის საპატრიარქოს კიდევ ერთი “მთავარი” ფიგურა ე.წ. ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი?!  ვაი შენდა დღევანდელო საქართველის საპატრიარქოვ! უფალმა განწმინდოს, სიმართლის, ჭეშმარიტების ზეიმი ქრისტეშობა გაგვითენოს და დაგმოს ყოველივე ფარისევლობა, ფარისევლობის მსახურება და ფარისევლური ალილო!” – წერს დედა თამარი.  

თამარ გამყრელიძემ, რომელიც მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარი იყო, ჭყონდიდის ეპარქია მეუფე პეტრესთან ერთად დატოვა. 

სიახლეები

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...