მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს ოპოზიცია 2020 წლის პირველ შეხვედრას გამართავს

დღეს ოპოზიცია 2020 წლის პირველ შეხვედრას გამართავს

Published on

ლიდერები 5 საათზე “ლეიბორისტების” ოფისში შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა ე.წ. შავი სიაა.

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, ჩამონათვალში იმ პირებს შეიყვანენ, რომლებიც საზოგადოებაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებდნენ. მათ შორის იქნებიან მოსამართლეები, სამართალდამცველები, პროკურორები და პოლიტიკური თანამდებობის პირები.

ოპოზიციას კონკრეტული თარიღის დასახელება უჭირს, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს სია 15 იანვრამდე გახდება ცნობილი. მათი განცხადებით, ე.წ. შავ სიაზე მსჯელობა გრძელდება და ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა სწორედ დღეს გაიმართება, რის შემდეგაც შესაძლოა, სიის კონკრეტული სახელები და გვარებიც გახდეს ცნობილი.

საუბარია ორ სიაზე. ერთის მხრივ იმ ადამიანებზე, რომლებიც ოპოზიციის თქმით, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას აღასრულებდნენ, მათ შორის სამართალდამცველები, პროკურორები და მოსამართლეები. 

მეორე, დაზარალებულთა სია კი, იმ ადამიანთა ჩამონათვალი იქნება, რომლებიც, ოპოზიციის თქმით, პირველი სიის ფიგურანტებმა დააზარალეს.

სიახლეები

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...