მთავარისიახლეებიპოლიტიკასერგეი ლავროვი შესაძლოა თბილისში ჩამოვიდეს... ევროპის საბჭოს მინისტერიალზე

სერგეი ლავროვი შესაძლოა თბილისში ჩამოვიდეს… ევროპის საბჭოს მინისტერიალზე

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას თბილისში ევროპის საბჭოს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შესაძლო ჩამოსვლის თაობაზე.

ევროპის საბჭოს მინისტერიალი 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ “მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება”:

“საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას მაისში. მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება,”- ასე პასუხობენ უწყებაში შეკითხვას, აქვს თუ არა ოფიციალურ თბილისს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია.

გასული წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. თავმჯდომარე ქვეყანას 6 თვეში ერთხელ, მაისში და ნოემბერში, ინგლისური ანბანის რიგითობის მიხედვით ირჩევენ. საქართველომდე თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთი იყო.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...