6 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.
მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტი შეწყალების აქტს საშობაოდ პირველად გამოსცემს.
შესაბამისადმ ხვალ გაეცემა პასუხი კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს პრეზიდენტთან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, მოხვდება, თუ არა დეკანოზი შეწყალებულთა სიაში.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს.
დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.