მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში 6500 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ზუგდიდში 6500 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

Published on

ზუგდიდშოი ამ დროისთვის 6500 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც სოკარ-ჯორჯიას წარმომადგენელმა გია დარსანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაზიანებულია  250 მეტრიანი მაგისტრალი, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა.

„წაღვერის ქუჩაზე, კომპანია „ფაიფერი“ ასრულებდა წყალმომარაგების სისტემის სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა 250 მეტრიანი მაგისტრალი. ვერ ხერხდება აღდგენითი სამუშაოების დაწყება. ამ წუთებში აქ იმყოფებიან სამართალდამცავები“- განაცხადა დარსანიამ.

ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა როგორც ქალაქის ქუჩები, ასევე სოფელი ინგირი და კონფლიქტისპირა სოფლები.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ფაიფერის“ მიერ ბუნებრივი აირის მაგისტრალის დაზიანების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. სოკარ-ჯორჯიას წარმომადგენლის თქმით, ბუნერბრივი აირის მიწოდება აბონენტებს ხვალიდან ეტაპობრივად აღუდგებათ. გია დარსანიას ინფორმაციითვე საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...