მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

Published on

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა. ] შსს-ში აცხადებენ, რომდაკადებულს ბრალი ედება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში. საქმე 166-ე და 173-2 მუხლებით მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა მართავს. 

დემონსტრანტები სოლიდარობას უცხადებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს და გარემოვაჭრეებს. შეგახსენებთ, რომ 30-31 დეკემბერს თბილისის მერიამ პარლამენტის წინ მდებარე საპროტესტო კარვები ძალის გამოყენებით აიღო და ადგილზე საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟა. წინა დღეებში დაძაბულობა შეიქმნა გარემოვაჭრეებთანაც, რომლებიც საქმიანობას რესპუბლიკის მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდნენ. 

მერიამ გარემოვაჭრეებს პარლამენტის წინ გადასვლა შესთავაზა, თუმცა მოვაჭრეების ნაწილმა მალხაზ მაჩალიკაშვილთან სოლიდარობის ნიშნად ადგილმდებარეობის შეცვლაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება ლაშა ჩხარტიშვილს ბოლო თვის განმავლობაში იგი უკვე მეორედ დაააკავეს. 

წინა შემთხვევაში ჩხარტიშვილის სასამართლომ 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კარვების აღების ღამეს დააკავეს სხვა აქტივისტებიც, მათ შორის ნოდარ რუხაძე, ზუკა ბერძენიშვილი. 30-31 დეკემბერს დაკავებული აქტივისტების საქმეს სასამართლო მომდევნო დღეებში განიხილავს.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...