მთავარისიახლეებისაზოგადოებაარ გაყვედრი, მაგრამ მე შენს ძმას არა ნაკლებ ვეძებდი შენზე და...

არ გაყვედრი, მაგრამ მე შენს ძმას არა ნაკლებ ვეძებდი შენზე და ვწუხდი მის ამბავს, ძალაუფლებამ დაგაბრმავა შენ – მალხაზ მაჩალიკაშვილი კალაძეს მიმართავს

Published on

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუკზე თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს. მაჩალიკაშვილმა მიმართვა მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარლამენტის წინ გაშლილი კარვები მერიამ აიღო და ადგილზე საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟა.

,,ამ დრომდე კახი კალაძის მისამართით მისთვის მიუღებელი განცხადება არ გამიკეთებია, ყოველთვის ვცდილობდი მის მიმართ თავშეკავებული ვყოფილვიყავი გამომდინარე იქიდან, რომ ვიცოდი ამ კაცმა მეტ ნაკლებად დახლოიბით პატარა მსგავსი ის გზა გამოიარა, მოკლე დროის განმავლობაში კიდე ხაზგასმით ავღნიშნავ მოკლე დროის განმავლობაში რასაც ეხლა მე გავდივარ. – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი

კალაძე, უმადურობაში ნუ ჩამთვლი და არც გაყვედრი უმადურობა ადამიანში ყველაზე სუსტი ნებისყოფა და ძალიან იაფფასიანი ნაკლია, რაც მე დღეს შენში დავინახე. მე შენს ძმას არა ნაკლებ ვეძებდი შენზე და ვწუხდი შენი ძმის ამბავს, მაგრამ ეს ყველაფერი დრომ შეცვალა დინებამ საპირისპიროდ დაიწყო, დინება ფულებმა, ძალაუფლებამ დაგაბრმავა შენ ცდილობ გქონდეს სპორტსმენის სახელი და პარალელურად გინდა გერქვას კაი ბიჭის სახელი გინდა იყო ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირი და ამადროულად გინდა იყო გამორჩეული პოლიტიკოსი მაგრამ ისევ გეტყვი არარაობა ხარ.

უბრალოდ ეხლა გეტყვი რასაც მე შენზე ვფიქრობ და ვინც ხარ როგორი ხარ რას წარმოადგენ შენ უბრალოდ არარაობა ხარ როგორიც ის ორი გოლი რომელიც შენს კარებში შეაგდე ისეთივე არარაობა და ერთი ტრიპაჩი და პიჟონი ხარ,რომელსაც თავის თავზე რაღაცა წარმოდგენა აქვს ამის უფლება ფული გაძლევს მეტს არ გავაგრძელებ არ მინდა შენნაირ არარაობაზე დრო დავხარჯო.

ბოლოს ერთს გეტყვი იმ გარე მოვაჭრეებს თავი დაანებე შე ლაწირაკო ის ადამიანები შენგან განსხვავებით პატრიოტი და სპეტაკი ადამიანები არიან, მათ იციან ცუდის და კარგის გარჩევა მათ შენგან განსხვავებით ღირსება აქვთ შემორჩენილი და ქართველობა მათ სული არავისზე გაუყიდიათ როგორც შენ აკეთებ შე ბოლო პრაშმანდოვკა კალაძე. უბები ვიღაცის დაკვეთით, რაც არ ყოფილხარ არასდროს გახდები, ეს უბრალოდ დროის ფაქტორია დღევანდელი შენი ძალაუფლება. გაუბედურებულ გარე მოვაჭრეებს დანებე თავი მიეცი საშუალება ისუნთქონ. ქართული ოცნების მიერ ოცნება წართმეულ ხალხს. დიდი მადლობა იმ ყველა გარე მოვაჭრეს დიდი პატივის ცემით მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი ღმერთმა დაგლიცოთ
3 იანვარი, 2020

სიახლეები

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ...

რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას...

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...