მთავარისიახლეებისაზოგადოებაპიროტექნიკით დაზიანების შემთხვევები წელსაც დაფიქსირდა

პიროტექნიკით დაზიანების შემთხვევები წელსაც დაფიქსირდა

Published on

იშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაზარალებულ ბავშვს თითების ამპუტაცია ჩაუტარდა. როგორც კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, ბავშვი ბათუმიდან გადმოიყვანეს.

სულ იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 12 ბავშვია მოთავსებული, მათგან მხოლოდ ერთია ბათუმიდან, დანარჩენი — თბილისიდან. კლინიკის განმარტებით, მოზარდები 10-დან 13 წლამდე ასაკის არიან და სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს ქვეყნის მასშტაბით პიროტექნიკის დაზიანების გამო ხუთი შეტყობინება მიიღეს. აქედან, 3 შემთხვევა ბათუმიდან იყო, 2 — თბილისიდან.

საგანგებო სამსახურის ცნობით, იყო ერთი შემთხვევა ლანჩხუთში, სადაც პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო მოქალაქეებმა ხელის მტევნები დაიზიანეს. თბილისში, გეგეშიძის ბაღში პიროტექნიკით არასწორად გასროლის გამო ხეებს მოეკიდა ცეცხლი. ფიროსმანის ქუჩაზე კი მეზობელ სახლში აივანზე შეუვარდათ პიროტექნიკა, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

ბათუმში ევროპის მოედანზე ფოიერვერკის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ტურისტი. აჭარის ტელევიზია თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სავარაუდოდ პიროტექნიკა საყრდენიდან გადმოვარდა და არასწორი მიმართულებით გაისროლა.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...