მთავარისიახლეებისაზოგადოებაკარგი ამბავი: ცოტნე გამსახურდია სტამბოლის ერთ-ერთ ამერიკულ კლინიკაშია გადაყვანილი. ოჯახი ოპტიმისტურად...

კარგი ამბავი: ცოტნე გამსახურდია სტამბოლის ერთ-ერთ ამერიკულ კლინიკაშია გადაყვანილი. ოჯახი ოპტიმისტურად არის განწყობილი

Published on

ცოტნე გამსახურდია მკურნალობას სტამბოლში განაგრძობს. ის თურქეთში თვითმფრინავით გადაიყვანეს და  სტამბოლის ერთ-ერთ ამერიკულ კლინიკაში განათავსეს. 

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, თუმცა არსებობს ოპტიმისტური განწყობის საფუძველი.

„ცოტნე უკვე გადაყვანილია და მეც მივფრინავ ორ დღეში. სტამბოლშია ამერიკული კლინიკა, საკმაოდ კარგი. თურქი ექიმები იყვნენ მოსულები, შეაფასეს მდგომარეობა და დღის პირველ ნახევარში გადაიყვანეს. მათითქმით არანაირი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ჯერჯერობით საჭირო არ არის. სტამბოლში მას დამატებითი, სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარდება, სანამ მე ჩავალ პორგნოზები დამხვდება“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა. 

პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 5 ადამიანი 20 დეკემბერს დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

სიახლეები

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...

არ შეიძლება, დავეთანხმოთ სუვერენული სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის არსებობას – დუგინი

რუსი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი ღიად უჭერს მხარს მსოფლიო წესრიგის რადიკალურ გადანაწილებას, რომელშიც სუვერენული სახელმწიფოების...