ივანიშვილო, არ გაგივა ამ ქვეყანაში პარპაში – ბოლომდე გადაიხდი პოლიტიკურ ფასს ფსიქოპატიისა და ნაძირლობის უნიკალური მიქსისთვის

0
634

 

აქ, რა თქმა უნდა, დაიდგმება მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც და ყველას კარავიც, რაც აქ იდგა, ვიდრე ივანიშვილი ფასს ბოლომდე არ გადაიხდის ,-ამის შესახებ პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც პარლამენტის შენობის წინ კარვების აღების ფაქტს გამოეხმაურა.

„ამისთვის „ქართული ოცნება“ მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. მას ძალიან მძიმე პოლიტიკური დარტყმა მოხვდება ,კიდევ ერთი და, ალბათ, მომაკვდინებელი პოლიტიკური დარტყმა. ამ მოედანზე თვალები ამოუვარდათ ბავშვებს და შვილმოკლული მამები დღემდე ითხოვდნენ მკვლელების დასჯას, ეს ადამიანები დაარბიეს. ეს მოედანი მორეცხეს ანუ მალხაზ მაჩალიკაშვილს უთხრეს, რომ შენი შვილის მკვლელი არ დაისჯება და თვალებდათხრილ ადამიანებს უთხრეს, რომ არც მსროლელები და ის დამნაშავეები დაისჯებიან. ივანიშვილმა გააკეთა ამ შეშინებულმა და აცახცახებულმა ადამიანმა. მლიქვნელი ხელისუფლებაა და არ შერჩება. რამდენი ადამიანი უნდა დაიჭირონ? რამდენი უნდა დაგვიჭიროთ? ამდენი არც ციხის საკნები გეყოფათ და არც სასამართლოს დარბაზები გეყოფა, ბიძინა ივანიშვილო და კახი კალაძე სათითაოდ აგებთ პასუხს ქართველი ხალხის წინაშე. 20 ივნისის პოლიტიკური ფასი თქვენ არ გადაგიხდიათ და რაც გამოგგლიჯათ ხალხმა ის უკან წაიღეთ, პროპორციული არჩევნები. კობახიძეებს, გახარიებს არ გაგივათ ამ ქვეყანაში პარპაში. მხოლოდ არანორმალური, გიჟი, მხოლოდ პოლიტიკურად შეურაცხადი ადამიანი და მხოლოდ შეშინებული გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა. ასე ულოცავთ დამდეგ ახალწელს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ? ამ დარბევით მალხაზ მაჩალიკაშვილს ეს უთხარით ? ათობით ჟურნალისტს ეს უთხარით, რომელიც დასახიჩრდა? რუსეთში კრიმინალურად გამდიდრებული ადამიანი ფიქრობს, რომ თავდასხმა არის საუკეთესო თავდაცვა, მაგრამ ეს არ გამოგივა ივანიშვილო, როდესაც შენ ელაპარაკები ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, დაიდგმება მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც და ყველას კარავიც, რაც აქ იდგა სანამ ივანიშვილი ფასს ბოლომდე შესაბამისად არ გადაიხდის“,- განაცხადა ნიკა მელიამ

31 დეკემბერს რომ ეს ყველაფერი არ უნდა გააკეთონ, მაგასაც ვერ ხვდებიან. ერთი ადამიანი არ მეგულება ქვეყანაში, ვინც იტყოდა, რომ მაჩალიკაშვილის კარავი უნდა აიღოს და იქ ბავშვების ბატუტი უნდა დადგას. ეს ხელისუფლება ასე ფიქრობს და არ შეიძლება ყოვლად უუნარო, მოღალატე მოქალაქეების ჯგუფი მართავდეს ქვეყანას, ისე როგორც ისინი მართავენ. ძალიან მალე დასრულდება ეს ხელისუფლება. რაც შეეხება დაკავებულებს, 8 ადამიანია დაკავებული, აქედან აიყვანეს, ზოგი გულწასული წაიყვანეს, ნოდარ რუხაძე გულწასული წაიყვანეს, დაკავებულია ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია, რომეო ფარულავა, გიორგი ღუმლაძე. ნაწილი აქ დავრჩებით, ნაწილი გადავნაწილდებით სამმართველოებთან, სადაც არიან ჩვენი დაკავებულები, რომ მათთან მოხდეს დღეს საკვების შეგზავნა და ადვოკატების დროული მიყვანა“- განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა

იქ, სადაც შვილმოკლული მამა არის სამართლისა და გამჭვირვალეობის მოთხოვნით, საბავშვო ატრაქციონის დადგმა სხვა არაფერია თუ არა ფსიქოპატიის და ნაძირლობის უნიკალური მიქსი, – ასე აფასებს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია პარლამენტის შენობის წინ კარვების აღების ფაქტს.

„ასეთია კოშმარად ქცეული ოცნების მომაკვდინებელი ცინიზმი, რომელიც არანაირ ზღვარს არ ცნობს’’, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა

წინა სტატიამეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაილია მეორემ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად მიიღო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური