მთავარისიახლეებისამართალიგუშინ დაკავებული ბექა ბასილაია და ზურა ნადირაძე სასამართლოს დარბაზიდან დროებით გათავისუფლდნენ, მათი...

გუშინ დაკავებული ბექა ბასილაია და ზურა ნადირაძე სასამართლოს დარბაზიდან დროებით გათავისუფლდნენ, მათი და სხვათა პროცესი კი გადაიდო

Published on

ადმინისტრაციული წესით გუშინ დაკავებული ბექა ბასილაია და ზურა ნადირაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ, მათი პროცესი კი გადაიდო. საქალაქო სასამართლო ბასილაიასა და ნადირაძის საქმეებს 6 იანვარს განიხილავს.

სხდომის გადადების მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. როგორც ბასილაიას ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ დააკმაყოფილა სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობა, ვინაიდან მისი თქმით, მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ ესწრებოდა.

გარდა ამისა, გადაიდო კიდევ სამი დაკავებულის სასამართლო პროცესიც. რომეო ფარულავას, ნოდარ რუხაძისა და გიორგი შოთაძის პროცესი საქალაქო სასამართლოში 8 იანვარს გაიმართება.

„გუშინ პოლიციამ ჩაატარა ბანდიტური ოპერაცია და გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ აღარ გვყავს პოლიცია. გვყავს ბანდიტური დაჯგუფება, რომელიც დასდევს შვილმკვდარი მამების კარვებს, რომელიც თავისუფალი გადაადგილების უფლებას არ აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც პარლამენტის წევრს თავისუფლებას უკანონოდ უზღუდავს. ისინი გადაქცეული არიან ძალოვან ზომბებად. სხვა მათ არაფერი მოეკითხებათ. ყველა ის პოლიციელი, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, ჩადიოდა დანაშაულს.

დღევანდელი პოლიცია, დღევანდელი სასამართლო მოქმედებს არა კანონმდებლობის შესაბამისად, არამედ ივანიშვილის და მისი დამქაშების ხუშტურების სასარგებლოდ,”- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით „თბილსერვისის” თანამშრომლებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები აიღეს და მათ ნაცვლად საბავშვო ატრაქციონები დადგეს, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის ნაწილმა კი კარვების აღება გააპროტესტეს. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც.

შედეგად, პოლიციამ გუშინ ადმინისტრაციული წესით 10 პირი დააკავა, მათ შორის ბექა ბასილაია, ზურაბ ნადირაძე, ზურაბ მჟავანაძე, ლაშა ბურდული, ზურა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, გიორგი შოთაძე, რომეო ფარულავა, ნოდარ რუხაძე და გიორგი მუმლაძე.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...