ბიძინა ივანიშვილს მხარი ექცა, როგორც სამეგრელოში ვიტყვით, ,,გვალო ებორჯ” ანუ დროსა და სივრცეში აირია. რა განაცხადა დავით ბერძენიშვილმა?

0
712

  ბიძინა ივანიშვილს მხარი ყველაფერთან ერთად დროშიც ექცა. როგორც სამეგრელოში ვიტყვით, გვალო ებორჯ ანუ დროსა და სივრცეში აირია, რასაც გულისხმობს მეგრული სიტყვა აბორჯება.

როგორც დავით ბერძენიშვილიც ამბობს, ბიძინა ივანიშვილს კალენდართან აცდენა აქვს. 2020 წელია, მეთოდები, რაც ივანიშვილს აქვს – როცა ვერ იტანს მისგან უკონტროლო სივრცეებს, კითხვებს და რაც ისმის, არაადეკვატურად იქცევა. ბიძინა ივანიშვილს არის საბჭოთა საქართველო, საბჭოთა საქართველო ყოველთვის დამარცხდება ევროპულ, ევროატლანტიკურ საქართველოსთან”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა სასამართლოში , სადაც გამთენიისას პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელთა შორის მისი შვილი, ზურა ბერძენიშვილია.

„ახლა შევიტყვეთ, რომ მერიას ძალიან არ მოსწონებია ვიზუალი, ზვიგენი ისეთი არ უნდა ყოფილიყოო და ის ატრაქციონი აიღეს. „დროშა ვერ დაკიდენ” ვარიანტის თბილისური ვერსიაა. თუ ეს ატრაქციონი მერიასთან შეუთანხმებელი იყო, მაშინ ამ პატიოსან ხალხს რას ემართლებიან. ეს სულ არ არის სახუმარო კითხვა, ამას სერიოზულად ვსვამ. მერიის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ჩვენთან შეუთანხმებელი იყო ეს და მცირე მეწარმეებმა დადგესო. გასაგებია, რომ მცირე მეწარმეებს ამოეფარნენ.- დასძინა დავით ბერძენიშვილმა

 ,,

წინა სტატიაილია მეორემ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად მიიღო
შემდეგი სტატიადავით წერედიანის გარდაცვალებით დამთავრდა დიდი ლიტერატურული ეპოქა – საზოგადოება მის მთაწმინდაზე დაკრძალვას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური