მთავარისიახლეებიპოლიტიკაამისთვის „ქართული ოცნება“ მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის - ნიკა მელია

ამისთვის „ქართული ოცნება“ მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის – ნიკა მელია

Published on

აქ, რა თქმა უნდა, დაიდგმება მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც და ყველას კარავიც, რაც აქ იდგა, ვიდრე ივანიშვილი ფასს ბოლომდე არ გადაიხდის ,-ამის შესახებ პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც პარლამენტის შენობის წინ კარვების აღების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამისთვის „ქართული ოცნება“ მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

„ამისთვის ძალიან მძიმე პოლიტიკური დარტყმა მოხვდება „ქართულ ოცნებას“,კიდევ ერთი და, ალბათ, მომაკვდინებელი პოლიტიკური დარტყმა. ამ მოედანზე თვალები ამოუვარდათ ბავშვებს და შვილმოკლული მამები დღემდე ითხოვდნენ მკვლელების დასჯას, ეს ადამიანები დაარბიეს. ეს მოედანი მორეცხეს ანუ მალხაზ მაჩალიკაშვილს უთხრეს, რომ შენი შვილის მკვლელი არ დაისჯება და თვალებდათხრილ ადამიანებს უთხრეს, რომ არც მსროლელები და ის დამნაშავეები დაისჯებიან. ივანიშვილმა გააკეთა ამ შეშინებულმა და აცახცახებულმა ადამიანმა. მლიქვნელი ხელისუფლებაა და არ შერჩება. რამდენი ადამიანი უნდა დაიჭირონ? რამდენი უნდა დაგვიჭიროთ? ამდენი არც ციხის საკნები გეყოფათ და არც სასამართლოს დარბაზები გეყოფა ბიძინა ივანიშვილო და კახი კალაძე. სათითაოდ აგებთ პასუხს ქართველი ხალხის წინაშე. 20 ივნისის პოლიტიკური ფასი თქვენ არ გადაგიხდიათ და რაც გამოგგლიჯათ ხალხმა ის უკან წაიღეთ, პროპორციული არჩევნები. კობახიძეებს, გახარიებს არ გაგივათ ამ ქვეყანაში პარპაში. მხოლოდ არანორმალური, გიჟი, მხოლოდ პოლიტიკურად შეურაცხადი ადამიანი და მხოლოდ შეშინებული გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა. ასე ულოცავთ დამდეგ ახალწელს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ? ამ დარბევით მალხაზ მაჩალიკაშვილს ეს უთხარით ? ათობით ჟურნალისტს ეს უთხარით, რომელიც დასახიჩრდა? რუსეთში კრიმინალურად გამდიდრებული ადამიანი ფიქრობს, რომ თავდასხმა არის საუკეთესო თავდაცვა, მაგრამ ეს არ გამოგივა ივანიშვილო, როდესაც შენ ელაპარაკები ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, დაიდგმება მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც და ყველას კარავიც, რაც აქ იდგა სანამ ივანიშვილი ფასს ბოლომდე შესაბამისად არ გადაიხდის“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...