მთავარისიახლეებისამართალიამაღამ მე ვიქნები აქ, გავიყინები, მოვკვდები და არ წავალ აქედან, სისტემამ ...

ამაღამ მე ვიქნები აქ, გავიყინები, მოვკვდები და არ წავალ აქედან, სისტემამ მომიკლა ერთადერთი შვილი – თემირლანის დედა მედიკო მარგოშვილი

Published on

“მერიის გუშინდელი საქციელი იყო ძალიან გულსატკენი, მე კალაძისგან არ ველოდი, მის მიმართ რაღაც სიმპათია მქონდა, რადგან ამ ადამიანმა ჩვენზე ადრე გამოსცადა ოჯახის წევრის დაკარგვა”,- ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის აპირებს კარავი გაშალოს და ახალ წელს პარლამენტთან შეხვდეს.

„მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2020 წელი. „ოცნების“ ხელისუფლების დასასრული ყოფილიყოს და ნორმალური, სამართლიანი სახელმწიფო შეგვექმნას. მერისგან არ ველოდი ასეთ არაადამიანურ მოპყრობას. რას ვითხოვთ? ხელმოწერებს ვაგროვებთ ორი წელია და დგას ბანერი, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. რა არის ამაში ცუდი? თუ არიან მართლები, შედგეს ეს კომისია. ამისთვის ვიდექით აქ. ეს კომისია რომ შექმნილიყო ჩვენი ხელით ავიღებდით ამ კარვებს. წუხელ ეს სურათი რომ დავინახე, გადავწყვიტე, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, სიცოცხლე რომ დავთმო ამ პარლამენტის წინ, ვიბრძოლებ სისხლის ბოლო წვეთამდე ჩემი სიმართლისთვის და ამ არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ გადავწყვიტეთ წავსულიყავი.

ყველა შვილმოკლულ დედას ვთხოვ, დავდგეთ, მოვითხოვოთ სიმართლე, რომ ეს სისხლიანი სისტემა დაინგრეს. ესენი უკვე ზღვარს გადავიდნენ. შვილი მომიკლეს და აქეთ ტერორისტობას გვაბრალებენ. ვახას თუ რაღაც შეეშლება, ტერორისტად აცხადებენ. სინამდვილეში, ტერორისტული აქტი სისტემამ ჩემს ოჯახში მოახდინა და მომიკლა ერთადერთი შვილი. ყველა დედას ვთხოვ, ჩვენ ვიზეიმოთ პარლამენტის წინ როგორც მგლოვიარე დედებს შეეფერებათ, ვანახოთ სისტემას როგორ ვგლოვობთ. ამაღამ მე ვიქნები აქ, გავიყინები, მოვკვდები და არ წავალ აქედან, დაიდგმება აქ ბანერი და ჩემი კარავი”,- განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...