მთავარისიახლეებისაზოგადოებაცოტნე გამსახურდიას უცხოეთის კლინიკაში გადაყვანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ცოტნე გამსახურდიას უცხოეთის კლინიკაში გადაყვანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

Published on

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდიას უცხოეთის კლინიკაში გადაყვანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართულია ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

„ცოტნეს გადაყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, რადგან რაღაც დეტალები ზუსტდება და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება კონკრეტულად როდის გადაგვყავს. დანამდვილებით ვაპირებთ გადაყვანას, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საუბარი იყო ორ-სამ ქვეყანაზე, ბოლოს საუბარი იყო თურქეთზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დანამდვილებით დაზუსტებული, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ანა ჯაბაურის განცხადებით „ის ვერსიები, რასაც გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების უფლებადამცველები აჟღერებენ, მტკნარი სიცრუეა“.

„მაგიდის თითოეულ წევრს ველაპარაკე, იქ არავითარი სერიოზული შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, არანაირი ფიზიკური დაპირისპირება და შეურცხყოფა. ყოვლად წარმოუდგენელია მართალი იყოს ის, რასაც ისინი საუბრობენ, რადგან ამას არავინ ადასტურებს. იმ სუფრიდან მომავალი ცოტნე იყო სახლში და იყო ძალიან მშვიდი, კარგ ხასიათზე იყო. წარმოუდგენელია, ოთხი-ხუთი კაცი ადამიანს მოსაკლავად თავს დაესხას და ამას რამე გამართლება ჰქონდეს. ეს თავდასხმა იყო დაგეგმილი, 15 წუთით ადრე თუ 15 დღით, ამას მე ვერ გეტყვით. ვვარაუდობ, რომ დამნაშავეთა წრე გაიზრდება. თავად ცოტნე კარგად იცნობდა კახა ჩხეტიანს, რომელიც მისი მეზობელი და ყოფილი მეგობარი იყო, რომელთანაც განხეთქილება მოუვიდა და შემდეგ შერიგდნენ, მაგრამ აღარ მეგობრობდნენ. ჩხეტიანიც იყო იმ ჩასაფრებულ ადამიანებთან ერთად, თავისი ვერსიით, გასაშველებლად, მაგრამ გასაშველებლად მისული ადამიანი არ დაუშვებს იმას, რომ სახლიდან გამოსულ ადამიანს თავში ჩაარტყან მძიმე საგანი“,- განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...