მთავარისიახლეებისამართალიპრეზიდენტი საშობაოდ პატიმრებს შეიწყალებს ახალი წესით, რომელიც მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ იქნა შემუშავებული

პრეზიდენტი საშობაოდ პატიმრებს შეიწყალებს ახალი წესით, რომელიც მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ იქნა შემუშავებული

Published on

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულების საშობაოდ შეწყალებას გეგმავს.

18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ. პატიმრების შეწყლება პირველად მოხდება ახალი წესით, რომელიც მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ იქნა შემუშავებული. ახალ წესზე მუშაობა ნოემბრის ბოლოს  დასრულდა

უცნობია, შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, როცა შეწყალების აქტი გამოიცემა, სიას ყველა ერთად გაეცნობა. მისი აზრით, “არ იქნება სწორი, რომ ჩვენ მხოლოდ მამალაძეზე ვისაუბროთ”, მას არ ესმის, “რატომ არის ასეთი აქცენტი და მხოლოდ მამალაძეზე არის გაუთავებლად საუბარი.”  

საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ დღეს, 29 დეკემბერს განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც მათზე იყო დამოკიდებული, გააკეთეს და შუამდგომლობა სინოდის სხდომიდან ერთ კვირაში გაიგზავნა. 

შეწყალების თემაზე კრიტიკის ობიექტი სალომე ზურაბიშვილი მარიამობის შეწყალების შემდეგ გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის არის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც რომლის  ექსტრადირებასაც  ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

პოლიციელის მკვლელის შეწყალების შემდეგ, რასაც საზოგადოების კრიტიკა და აღშფოთება მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ინიციატივით გამოვიდა, “საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად შეწყალების გამოყენების უფლება დაიხვეწოს”.

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...