მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარიამ 2019 წლის მიღწევებზე ისაუბრა, 20 ივნისის ღამე და პანკისი არც...

გიორგი გახარიამ 2019 წლის მიღწევებზე ისაუბრა, 20 ივნისის ღამე და პანკისი არც უხსენებია

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2019 წლის მიღწევებზე ისაუბრა.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის ინსტიტუტებისა და დემოკრატიზაციის მიმართულებით, ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებსა და პარტნიორებს დავანახოთ ის პროგრესი, რომელიც თვალსაჩინოა და რომლითაც სარგებლობს თითოეული ჩვენი მოქალაქე, – განაცხადა პრემიერმა.

„წელს ჩვენ გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად სრულად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს გავაცნოთ ის მიღწევები დემოკრატიზაციის, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს და დავანახოთ ის ყოველდღიური პროგრესი, რომელსაც ახდენს საქართველოს მოქალაქე და ქართული საზოგადოება.

ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ 2019 წელი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი წელი საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის და პარტნიორობის თვალსაზრისით. ეს იყო უაღრესად მდიდარი წელი ერთობლივი ვარჯიშებით, რომლის რაოდენობაც იყო უპრეცედენტო. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს ნატო-ს და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი განზომილება, შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატო-ს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მისია შავ ზღვაში, ვიყოთ უსაფრთხოების გარანტები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

რა თქმა უნდა, ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, რომელიც გვაქვს ჩვენ დღეს, რომელიც დაფიქსირდა 2019 წელს და რომელიც მოიცავს სრულად ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებებს, როგორიცაა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეკონომიკის მიმართულებით ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რა თქმა უნდა, ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...