მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის თეატრის მსახიობთა ნაწილი თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტიას დანიშვნას აპროტესტებს

ზუგდიდის თეატრის მსახიობთა ნაწილი თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტიას დანიშვნას აპროტესტებს

Published on

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობთა ნაწილი თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტიას დანიშვნას აპროტესტებს. მსახიობების ნაწილმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ზურაბ ეგუტია ამავე თეატრის მსახიობს კოკა ხუბუტიას ფიზიკურად გაუსწორდა და საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია.

„ზურაბ ეგუტია ჩვენს მსახიობს ფიზიკურად გაუსწორდა, გარდა ამ ფაქტისა არის რიგი საკითხები, რომელიც მის სახელს უკავშირდება. მაგალითად თეატრის მართვა- განვითარება, თეატრის მომავალი. ჯერ გამოძიების შედეგები არ დადებულა, დასკვნა არ არის და ამ დროს ვგებულობთ, რომ ისევ დირექტორად ეს პიროვნება ინიშნება, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. ამიტომ მივმართავთ კულტურის სამინისტროს, მოახდინოს სასწრაფო რეაგირება“,-აცხადებენ ეგუტიას მოწინააღმდეგე მსახიობები.

თავად ეგუტია ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მსახიობთა ნაწილი, ვინც მის დანიშვნას აპროტესტებს, რეპეტიციებზე არაფხიზელ მდგომარეობაში დადიოდნენ და თეატრის თანამშრომელს შეურაცხყოფას აყენებდნენ. რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას, ეგუტიას თქმით, აღნიშნული საქმე ძიებაშია და გამოძიების შედეგების შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილი.

ცნობისთვის, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტია მიმდინარე წლის 23 დეკემბერს დაინიშნა.

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...