მთავარისიახლეებისაზოგადოება"სრულიად მოულოდნელად, არც ველოდებოდი"- ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი

“სრულიად მოულოდნელად, არც ველოდებოდი”- ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი

Published on

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, გათავისუფლება მისთვისაც მოულოდნელი იყო:

“სრულიად მოულოდნელად, არც ველოდებოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა. 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლოს სხდომა ჩანიშნული, რომელზეც თავს ვიკავებდი. ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული. პირველ რიგში, მადლობა მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია, მთავრობა იქნება, პარლამენტი, პოლიცია თუ უშიშროება. პირველ რიგში მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. ასევე, მადლობა ყველა ჩემს მეგობარს, რომლებიც თვენახევრის განმავლობაში გვერდზე მედგნენ. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო,” – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...