მთავარისიახლეებიპოლიტიკა"უჩიპო" პირადობები - ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისათვის წულუკიანის უტვინო ბარათებით იარაღდება

“უჩიპო” პირადობები – ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისათვის წულუკიანის უტვინო ბარათებით იარაღდება

Published on

საკონსტიტუციო სასამართლოს დროებითი განჩინებით, ოქალაქეებს საბოლოო გადაწყვეტილებამდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება ჩიპის გარეშე შეეძლებათ, ანუ ლამინირებული პირადობის მოწმობები ბრუნდება .

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალებებისათვის ემზადება.მათი თქმით, “უჩიპო” პირადობები ამ გზას გაამარტივებს.

“ეს გახლავთ, “ქართული ოცნების”, შვიდწლიანი მმართველობის ლოგიკური დასასრული, როდესაც 21-ე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, ვებრძვით ჩიპებს, რომელიც მოგონილია არამხოლოდ ცხოვრების გასაიოლებლად, არამედ, დოკუმენტის გაყალბებისგან დასაცავად. შესაბამიოსად, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ხელს ვუწყობთ პირადობის მოწმობის გაყალბების შესაძლებლობას,” – განაცხადა “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.

გიგი უგულავას თქმით, “ჩიპიანი ბარათის გაუქმება ადამიანებს საშუალებას ართმევს, მაგალითად, თურქეთსა და უკრაინაში ,პირადობის მოწმობით გადავიდნენ. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. საკონსტიტუციო სასამართლო და წულუკიანი ,,,გვთავაზობენ უტვინო ბარათს. ეს არის ქვის ხანის გადაწყვეტილება, ხელისუფლება მიგვაქანებს ქვის ხანისკენ, სადაც არჩევნები არ ტარდება და არაფერი ნორმალური არ არის. არანაირი კავშირი რელიგიურ გრძნობებს და ჩიპს არ აქვს და ვინც ამას ამტკიცებს, ის, უბრალოდ, ბნელია,”-თქვა უგულავამ მთავარ არხთან ინტერვიუში. 

,,პირადობის მოწმობები, რომლებიც არ იქნება ელექტრონულად დაცული, იქნება პირდაპირი წყარო არჩევნების გაყალბებისა”,- აბობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი , რომან გოცირიძე.

ის აღნიშნავს, რომ უჩიპო პირადობის მოწმობები შეიძლება გამოიყენონ არჩევნების პროცესში ათობით ათასი ყალბი პირადობის მოწმობის დასამზადებლად.

გოცირიძის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლომ ხელი შეუწყო ქვეყანაში სიბნელის გავრცელებას. ,,ხვალ და ზეგ მოთხოვენ ურჩხულის ნიშნების ძებნასა და ,,666″-იანის წინააღმდეგ გადაწყვეტილების გამოტანას”,- ამბობს ის საკონსტიტუციო სასამართლოს საპასუხოდ. 

საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას, რომელის მიხედვით მოქალაქეებს 26 დეკემბრიდან ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის, ანუ ჩიპის გარეშე პირადობის მოწმობის აღება შეეძლებათ. განჩინება ძალაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იქნება.

ცნობისათვის:საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით, 26 დეკემბრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოქალაქეებს პირადობის მოწმობის აღება ჩიპის გარეშე შეეძლებათ. ამ პირადობის მოწმობებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი არ ექნება. 

სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ნანა სეფაშვილისა და ია რეხვიაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის (ჩიპის) გარეშე მიღების შესაძლებლობას. 

მათი მტკიცებით, ინფორმაციის ჩიპის შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. შესაბამისად, მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს. 

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...