მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ცოტნე ფეხზე დადგება! ...რამდენ ადამიანს დახმარებია, რამდენის უკანასკნელი და ერთადერთი იმედი ყოფილა''...

,,ცოტნე ფეხზე დადგება! …რამდენ ადამიანს დახმარებია, რამდენის უკანასკნელი და ერთადერთი იმედი ყოფილა” – პოსტი სოციალური ქსელიდან

Published on

ფეისბუქ მომხმარებელი ზურაბ ბაუჟაძე სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

“ცოტნე გამსახურდია წლების წინ ინტერნეტით გავიცანი. მუდამ ვადევნებდი თვალს მის საქმიანობას თუ როგორ ცდილობდა გაჭირვებული ადამიანების დახმარებას.

ერთხელ გურიაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მცხოვრები მარტოხელა ადამიანის დასახმარებელ კამპანიას აწარმოებდა. ამ ადამიანს ელექტროგამათბობელი სჭირდებოდა და ცოტნე ისეთ ადამიანს ეძებდა, ვინც ამ ნივთს გადასცემდა მას. თბილისში ვიყავი იმ დროს, ბათუმში ვბრუნდებოდი და მივწერე, რომ მე წავიღებდი.

შევხვდით ვერაზე. გამათბობელი დიდი მორიდებით და ათასი ბოდიშით გადმომცა. თითქოს თავისთვის მთხოვდა რამეს. ამ შეხვედრის დროს გავიცანი ზუსტად. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.


ის ელექტროგამათბობელი მივაწოდე იმ ადამიანს და ცივი ზამთარი ცოტნეს დახმარებით უფრო კომფორტულად გადაიტანა.


წლების მანძილზე რამდენ ადამიანს დახმარებია უანგაროდ, რამდენის უკანასკნელი და ერთადერთი იმედი ყოფილა.

ცოტა ხნის წინ ცოტნემ ბანკიდან შეტყობინება მიიღო. ანაგრიშზე, რომელზეც ადამიანთა დასახმარებლად თანხას აგროვებდა, მილიონზე მეტი იყო ჩარიცხული. ეს იმდენივე თანხაა, რამდენიც თბილისის საახალწლო ნაძვის ხის ღირებულება. ეს თანხა ცოტნეს ავადმყოფების, ღატაკების და სასოწარკვეთილი ადამიანების დასახმარებლად ჰქონდა დახარჯული.

ამიტომაც არ გასწირავს ღმერთი და მალე გამოჯანმრთელდება, ფეხზე დადგება, ისევ სიკეთის საკეთებლად! უფალმა აარიდოს განსაცდელი!”

სიახლეები

“ოცნების” უმოქმედობამ შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის – ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელსაც 5 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს, ბრიუსელი "ოცნების" ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის...

ერევანში ზელენსკის მიპატიჟებას კრემლის უკმაყოფილება მოჰყვა

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს,...

ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია – მაკრონი

"სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები...

თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა

მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ოკრიბას იურისტმა, პაატა ყვავაძემ BMG-ს დაუდასტურა, მისი...