გეგმავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობიდან დემარშით წასული ეკა ბესელიას დაჭერას და მის განეიტრალებას?

0
592

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას  წინააღმდეგ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. ეკა ბესელიას შესაძლო დაკავება ერთ-ერთმა პირველმა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ექსპერტმა გია აბაშიძემ დაანონსა, კერძოდ მან დაწერა, რომ აქვს ინფორმაცია, რომ “პროკურატურამ უკვე დაასრულა ბესელიას კორუფციული საქმეების მოკვლევა და გამოძიება მალე, ოფიციალურად დაიწყება”.

,,მე ძალიან მიკვირს, რატომ აქამდე არ გადადგა პროკურატურამ ეს ნაბიჯი ”- ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამ ინფორმაციას

მისი თქმით, გამოძიება ამ საკითხით მაშინ უნდა დაინტერესებულიყო, როცა ეკა ბესელია  ხელისუფლებაში იყო. კითხვები მის კორუფციულ საქმიანობაზე მაშინ გაუჩნდა, როცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და ეს კითხვები დასვა უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც  ბიძინა ივანიშვილმა მას სთხოვა, კითხვების დასმა შეეწყვიტა. თუმცა, დეპუტატი აქვე აცხადებს, რო , ეკა ბესელიას მიმართ კითხვები მის გარდა სხებსაც ჰქონდათ.

მე არ ვიცი, ნამდვილად არის თუ არა გამოძიება დაწყებული, მაგრამ ფაქტია, რომ, როცა გავხდი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაშინ ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში ამ ქალბატონის მიმართ მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გამიმრავლდა და ამ კითხვების შესახებ დავიწყე გუნდში საუბარი.

ეს იყო საფუძველი იმისა, რომ ქალბატონმა ბესელიამ მე აღმიქვა პირად მტრად და ყველგან აბსოლუტურად საერთაშორისო ორგანიზაციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ყველგან ახდენდა ჩემი სახელის დისკრედიტაციას. ამის მიზეზი იყო მარტივი, რომ მე ახალბედა, ახალმა მოსულმა პოლიტიკოსმა გავბედე მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე საუბარი.

მაშინ მას გადაეფარნენ ბატონი გოგიჩაიშვილი და ბატონი გედი ფოფხაძე და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც   მთხოვა მე, რომ შემეჩერებინა ამ კითხვების დასმა, იმიტომ, რომ არ გამწვავებულიყო სიტუაცია კიდევ უფრო მეტად. იმის შემდეგ ფაქტობრივად რეაგირება არ ყოფილა ამაზე. – ასეა თუ ისე, თუ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან ამ საქმით, ვალდებული ვარ და მზად ვარ ყველა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდო მათ. ” – აცხადებს სოფო კილაძე

წინა სტატიასაქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ოფისში დღეს ბიბლიოთეკა გაიხსნა [Video]
შემდეგი სტატიამთავარ არხს ახალი მეწილე ყავს – ტელეკომპანია საქართველოს დირექტორი ნიკოლოზ სისაური არხის 3%-იანი წილის მფლობელი გახდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური