მთავარისიახლეებისაზოგადოებასოლიდარობა ყველა იმ ტელევიზიას, რომელსაც ხელისუფლება ინკასოთი დაუპირისპირდა - სამოქალაქო აქტივისტების აქცია...

სოლიდარობა ყველა იმ ტელევიზიას, რომელსაც ხელისუფლება ინკასოთი დაუპირისპირდა – სამოქალაქო აქტივისტების აქცია ტვ „კავკასიის“ შენობასთან

Published on

ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები, ასევე პოლიტიკოსები ტელეკომპანიის მხარდასაჭერ აქციას მართავენ. ტელეკომპანიასთან მივიდნენ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და სოლიდარობას უცხადებენ ყველა იმ ტელევიზიას, რომელსაც გუშინ ინკასო შეეხო.

„ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დახუროს ყველა ის მედია საშუალება, რომელიც მის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ შერჩევით სამართალს იმიტომ, რომ მედია საშუალება, რომელიც სახელმწიფო ნარატივს ავრცელებს, 60 მილიონი ლარი აქვს სახელმწიფოს ვალი, თუმცა ამ კომპანიას არანაირი პრობლემა არ ექმნება. ექმნება პრობლემა იმ ტელევიზიებს, რომლებიც აშუქებენ სიმართლეს და საუბრობენ შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

აქციის მონაწილეები მოგვიანებით ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობიდან „ტვ პირველის“ შენობასთანაც გადაინაცვლებენ.

ცნობისთვის, ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ საბანკო ანგარიშებს ინსკასო დაედო.

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...