მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 13 წლის მოზარდი დედამ გარდაცვლილი ნახა

რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 13 წლის მოზარდი დედამ გარდაცვლილი ნახა

Published on

ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, 13 წლის მოზარდი დედამ გარდაცვლილი ნახა.

მოზარდი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში სწავლობდა.

მე-16 სკოლის დირექტორმა, ირინა მელქაძემ განაცხადა, რომ მოსწავლე დღეს საგაკვეთილო პროცესზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მისი ძებნა დაიწყო.

“მე-8 კლასის მოსწავლე იყო. ტყუპის ცალი ჰყავს და მასთან ერთად სწავლობდა. პრობლემას ადგილი არ ჰქონია, ბავშვი ჩვეულებრივად დადიოდა სკოლაში, იყო მხიარული, სოციალური, კომუნიკაბელური, ყველა აქტივობაში ჩართული და ძალიან აქტიური საგაკვეთილო პროცესზეც. ყველანაირად ადეკვატური იყო მისი ქმედებები. ახსნას ნამდვილად ვერ ვუძებნით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშიდა რაც მოხდა. ძალიან გაოცებულები ვართ ამ ფაქტის გამო”, – აცხადებს ირინა მელქაძე.

რა გახდა ბიჭის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...