განა კითხვა უნდა , რა გტკივათ, ძმაო პანკისელებო? – ვახას გულიდან ამოთქმული

0
567

გამთენისას, დღეს 3 – 45 წუთზე 2 წელი გახდება, ბიძინა ივანიშვილო, რაც შენ შენი არშემდგარი არასრულყოფილი არაპროფესიონალი დებილთა ბრბო დებილი ყოფილი მათხოვრების თავკაცობით, შეცდომებით და დანაშაულით შეფუთული კაცუნები ხეობის გზას, ქისტებისკენ გზას გააცილე იმისთვის, რომ ეს ოჯახი გაგენადგურებინა.

არა მარტო შენ, ბიძინა, სხვა ბევრმა ამოსვარა ამ სუფთა სისხლში ხელები. და მე მესამე ახალწელს თბილისის ქუჩაში ვხვდები იმის ძიებაში, რომელი ხართ მკვლელი და ვინ გამოწია კუროკს თითი თავისივე საწოლში მძინარე ბავშვზე ამ დაწყევლილ ღამეს

.ამის აღიარება ვერ შეძელით თქვენი სიდამპლით ტერორიზმში ეჭვ იტანილად გამოცხადება შეძელით მესამე წელი დაიწყო გამოძიება დადგენს იძახით ამასობაში მთელი ბინძური სისტემე შესყიდული უსინდისო იმედი პრაიმ თაიმი და სხვა ყველა სიმდამბლეზე წამსვლელი მედიები დამასიეთ ყალბი ინფორმაციებით, ტროლი, ბოტი გამოიყენეთ ჩემს წინამღდე,გ ათასი ტალახი მესროლეთ დამემუქრეთ. ამას ვერ მპატიობ ვერ დამაშანტაჟე, ვერ მომისყიდე შენი მოგზავნილი ადამიანებით, ნასედკები ჩამისვი პირველი დღიდან, რომ , არაფერი გამოგდი, ძმისშვილი ტყვედ ამიყვანე, საბოლოდ შეცადეთ ფინანსურად გამთიშოთ ამ რჩევებს ვინ აძლევს შენს მონათა მონებს ვიცი.

ასე თუ ისე ეს ოჯახი გაანადგურეთ, თქვენ ეს არ შეგრჩებათ. პერსონა მაღალი იარარქის წარმომადგენლები თანამდეობის პირები. ახალი შემატებული შვილებით შვილიშვილებით სახლში სითბოში ახალწელს უნდა შეხვდეთ მალე და ბაკლები ღვინით უნდა აწიოთ სუფრაზე, რომ თქვენ ხართ ვითომ ღირსეული ადამიანები, ამასობაში ხელები სისხლში გაქვთ გასვრილი და ამ სისხლით მონაპოვარით სუფრა უნდა გააწყოთ. ამას თქვენი პატარები ვერ ამჩნევენ და თქვენც ვერ იმჩნევთ, მაგრამ გულის სიღრმეში სიბინძურე და სხვისი უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლი შთანთქავს თქვენს ძარღვებში

ეს ეხლა რასაც ვწერ თქვენს შვილებს და შვილი შვილებს წაუკითხეთ ახალი წლის ღამეს რამოდენიმე ადამიანმა -ივანიშვილმა, გოგაშვილმა, ჩიმაკაძემ, გახარიამ, წულუკიანმა, გიორგობიანმა, სესიაშვილმა, სოზარმა, ყველაზე გახრწნილ-გათახსირებულმა ხაინდრავამ პრეზიდენტად წოდებულმა ვაი მთავარსარდალმა და იმ მხდალ ლაჩარმა სამმა სპეცრაზმელმა.

რაც შეხება ჩემს ყოფას, მე გავძლებ, მხეციც ხომ უძლებს ტკივილებს კვნესის გარეშე. და რომ იცოდეთ, ჩვენში ახალი წელი არ აღინიშნება.


და რაც შეხება დანარჩენ საქართველოს, ვულოცავ დღევანდელ შობას და დამდეგ ახალწელს ბევრჯერ და მრავალჯერ, მხოლოდ თქვენს გარეშე

მალხაზ ( ვახა) მაჩალიკაშვილი

წინა სტატია2019 წლის ულამაზესი ნაძვის ხეები მსოფლიოში
შემდეგი სტატიამოსკოვი-თბილისის ავტობუსს ავარია შეემთხვა. ყველა მგზავრი საქართველოდანაა. დაღუპულია ორი ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური