მთავარისიახლეებისაზოგადოებაათასობით ექიმი ახალ წელს ხელფასის გარეშე ხვდება

ათასობით ექიმი ახალ წელს ხელფასის გარეშე ხვდება

Published on

ათასობით ექიმი ახალ წელს ხელფასის გარეშე ხვდება. მათ დიდი ნაწილს ბოლო 6 თვეა ანაზღაურება არ აუღია. ხელისუფლება კლინიკებს დაგროვილ დავალიანებებს რამდენიმე თვეა არ უხდის. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი მედიკოსების პრობლემებს გულგრილად უყურებს.

კლინიკა “გულის” ხელმძღვანელი, ანზორ მელია სრულ პარუსხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს.

“კლინიკები, რომლის ხელმძღვანელებმა ღია წერილი გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრს, აღვმოვჩნდით შავ სიაში. ახალი წელი მოდის, თუმცა მათ ერთი თეთრიც კი არ აქვთ. ჯანდაცვის სამინისტრო 7 თვეა დავალიანებებს არ გვირიცხავს”- აცხადებს მელია.

კლინიკა “გულის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი ქართული მედიცინის დასანგრევად მოვიდა. იგი ინტერესდება, რომელი ინსტიტუტი დაამთავრა ეკატერინე ტიკარაძემ.”ვიცი, რომ რაღაც მესამეხარისხოვანი ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. ამის შესახებ ჩვენამდე მოდის ხმები, რომ განათლება ონლაინ რეჟიმში აქვს მიღებული ავსტრიაში თუ სადღაც. ზემოდან გვიყურებს ძალიან დამამცირებლად.
პირადად მე, კარდიოლოგიაში 44 წლის სტაჟი მაქვს. ჩემი ცხოვრება ამ კლინიკაში გავატარე. დღე და ღამე აქ ვარ. რა უფლება აქვს ან მე ან ჩემს კოლეგებს ზემოდან უყუროს. შეხვედრები მას არ უნდა, დალაპარაკება არ უნდა. ამ ქალს ძალიან ბევრი უფლებები აქვს. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, რომ შეაჩეროს დროზე და მოაშორონ ეს ქალი ექიმებს”- აცხადებს მელია

.კლინიკებში არსებული მძიმე ფინანსური კრიზისზე საუბრობენ სხვა მედიკოსები. წარმატებული ქირურგი ნოდარ ხმალაძე ხელისუფლებას და ჯანდაცვის მინისტრს შემდეგი ეპითეტებით მიმართავს:“ხელისუფლება კი არა,ღორების ბრიგადაა!!! ვინც მიცნობს კარგად იცის, ვმუშაობ ყოველ დღე, ლამის სიცოცხლეს ვათავებ საოპერაციოში. ეს ნაგვები ექიმს რო ხელფასს არ მისცემ ახალი წლის წინ ოჯახს რომ მიხედოს, ბანკის ვალები გადაიხადოს და ა. შ. და რამდენია ჩემსავით, და არა მარტო ექიმები, რით ვერ გაძეხით თვე მართლა ღორებო!!!!”- წერს ქირურგი.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სტომატოლოგის და აწ უკვე ჯანდაცვის მინისტრის ტიკარაძის უწყებას, ის კლინიკებში არსებული მძიმე ფინანსური კრიზისის შესახებ ოფიციალურ განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებს.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...