მთავარისიახლეებისაზოგადოება„სოხუმში აყვავდა აგავა“ - შეხვედრა დევნილ ოჯახებთან

„სოხუმში აყვავდა აგავა“ – შეხვედრა დევნილ ოჯახებთან [Video]

Published on

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში  აფხაზეთის საზოგადოებასთან – დევნილი საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, პედაგოგებთან, სოციალურად დაუცველ ოჯახებთან წინასაახალწლო შეხვედრა შედგა. სკოლის პედაგოგებს სიგელები გადაეცათ.

აღნიშნული ღონისძიების ფორმატით აჭარის სოფელ ფერიის აფხაზური საჯარო სკოლის თეატრალური დასის მიერ დადგმული სპექტაკლის „სოხუმში აყვავდა აგავა“ პრეზენტაცია გაიმართა. დასის ჩამოყვანა ზუგდიდში უზრუნველყო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა.

შეხვედრის დასასრულს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ  სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დევნილი სკოლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს.

აფხაზეთის ხელისუფლების წევრები ასევე  შეხვედნენ  ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში განსახლებულ დევნილებს, აგრეთვე ენგურსგაღმა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ თანამემამულეებს.

სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....