მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო სკამი ივანიშვილმა უყიდა და ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ეკარება, აფუჭებს...

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო სკამი ივანიშვილმა უყიდა და ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ეკარება, აფუჭებს და სკანდალად აქცევს – თინათინ ბოკუჩავა

Published on

სტრატეგიული პრობლემა, რომელიც ქვეყანას უქმნის საფრთხეს, არის ოკუპაცია და არ შეიძლება მისი გათანაბრება, თუ ქვეყნის მოღალატე არ ხარ, ნებისმიერ სხვა პრობლემასთან, თუნდაც საზღვრის დემარკაციის პრობლემასთან, მეზობელ, მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან, როგორიც არის აზერბაიჯანი.

ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება პოლიტიკურ ფორმატში, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არც მეგობრულად და არც მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან ჩვენი პრობლემების მოგვარების რესურსი არ გააჩნია და განსაკუთრებით ამის რესურსი არ გააჩნია ე.წ პრეზიდენტს, რომელიც არის ბუტაფორია და საპრეზიდენტო სკამი ივანიშვილმა უყიდა და ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ეკარება აფუჭებს და სკანდალად აქცევს. ” – ასე ეხმაურება ენმ-ის დეპუტატი თინა ბოკუჩავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ ქვეყანას პრობლემა აქვს არა მარტო ოკუპირებულ ტერიტორიების საზღვრებთან მიმართებაში, არამედ სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...