მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის შეფარული მუქარა დასავლეთსა და პროდასავლურ ოპოზიციას. ვიცინოთ თუ ვიტიროთ?

სალომე ზურაბიშვილის შეფარული მუქარა დასავლეთსა და პროდასავლურ ოპოზიციას. ვიცინოთ თუ ვიტიროთ?

Published on

“ამას ვერ შევაფასებ, რამდენად სწორ ინფორმაციაზე დაფუძნებითაადასავლელი პარტნიორების კრიტიკა. თუ არასწორი, ეს თვითონ უნდა შეაფასონ, საიდან ღებულობენ ინფორმაციებს.

მე მხოლოდ ერთადერთ რამეს ვეუბნები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ეს არის ის, რომ თუ საზოგადოებაში შეიქმნა განცდა, რომ არადაბალანსებული არის კრიტიკა, თუ გაჩნდა ასეთი შეგრძნება და დამოკიდებულება საზოგადოებაში, ეს აისახება ნეგატიურად სწორედ ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე და ეს არ უნდა დავუშვათ.

ეს არის ჩემი გაფრთხილება ამ შემთხვევაში. კრიტიკა გასაგებია, საჭიროც არის და ჩვენ სულ ვიყავით ამ რეჟიმში, რომ უცხოეთიდან გვქონდა ეს შენიშვნები, კრიტიკა და ა.შ. ასე რომ, ეს არაფერი გამორჩეული არ არის და არც უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს არის გამორჩეული, მაგრამ ბალანსი არის საჭირო და აუცილებელი. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

მის ამ განცხადებას ოპოზიციამ მორიგი არაადექვატურობა უწოდა.

ზურაბიშვილის განცხადებები იმას კი არ ასახავს, რაც სტკივა ქართულ საზოგადოებას და აწუხებს ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ პირიქითაა, მინიშნება, რომ თქვენ თუ კარგად არ მოიქცევით, ჩვენ შეიძლება გადავუხვიოთ ჩვენს კურსს , – ასე შეაფასა “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ პრეზიდენტის განცხადებები, სადაც მან რუსეთთან დიალოგისთვის საერთაშორისო ფორმატებს, მათ შორის ჟენევის ფორმატს, ტექნიკური ფორმატი უწოდა.

“ის არის ჩვეულ ფორმაში, აგრძელებს და არ ღალატობს ჩვეულ ფორმას. ძალიან ხშირად აკეთებს არაადეკვატურ განცხადებას. იმ ვითარებაში, როცა ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა შეჯერებულია იმ აზრზე, რომ “ქართული ოცნება” ძალიან მძიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც აზიანებს ჩვენს ურთიერთოებებს საერთაშორისო პარტნიორებთან, ამ შემთხვევაში ზურაბიშვილის განცხადება პირიქითაა. ეს მისთვის ჩვეული ამბავია, მაგრამ ჩვენ ალბათ, უნდა გაგვეღიმოს, რადგან სხვა რეაქცია არ უნდა გვქონდეს პრეზიდენტის განცხადებაზე”, – განაცხადა კოჟორიძემ.

სიახლეები

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...

არ შეიძლება, დავეთანხმოთ სუვერენული სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის არსებობას – დუგინი

რუსი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი ღიად უჭერს მხარს მსოფლიო წესრიგის რადიკალურ გადანაწილებას, რომელშიც სუვერენული სახელმწიფოების...