მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,სალომე ზურაბიშვილი სრულიად კონკრეტულ დავალებას ასრულებს- ალბათ საბჭოთა KGB-ემ ჯერ...

მიხეილ სააკაშვილი: ,,სალომე ზურაბიშვილი სრულიად კონკრეტულ დავალებას ასრულებს- ალბათ საბჭოთა KGB-ემ ჯერ კიდევ საფრანგეთის დიპლომატად მუშაობის დროს “დაავერბოვკა”. მე კიდევ ზედმეტად მივენდე საფრანგეთის დიპლომატიის საკადრო პოლიტიკას. რას ვიფიქრებდი… ”

Published on

ეს მარტო ავადმყოფი არაა, არამედ სრულიად კონკრეტულ დავალებას ასრულებს-ალბათ საბჭოთა KGB-ემ ჯერ კიდევ საფრანგეთის დიპლომატად მუშაობის დროს “დაავერბოვკა” და მე კიდევ ზედმეტად მივენდე საფრანგეთის დიპლომატიის საკადრო პოლიტიკას. რას ვიფიქრებდი…
აზერბაიჯანთან ხომ უკვე შექმნა პრობლემა და ახლა სომხეთთან ამწვავებს ” – სე ეხმაურება რეზიდენტი სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ კონფლიქტური რეგიონების გარდა, საზღვარი პრობლემურია აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აზერბაიჯანთან საზღვრის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა შემდეგი: ,,ჯერ ერთი, ყველაფერი, ყველა მოქმედება საგარეო კუთხით, არის შეთანხმებული, კონსტიტუცია ამას მოითხოვს. მეორე, პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი უშუალოდ ტერიტორიის მთლიანობაზე და მათ შორის საზღვრებზე. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვინდა, ხან NATO-ში შესვლა, ხან ევროკავშირში. ეს ყველაფერი, ყველა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში, დამოკიდებული არის იმაზე, რომ ჩვენ, სახელმწიფოს გვქონდეს თავისი აღიარებული საზღვრები. ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არა გვაქვს, როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან. 

სიახლეები

ზუგდიდის აქციების მედროშეს შალვა ესართიას, მუხლი გადაუკვალიფიცირეს და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლით გაასამართლებენ

ზუგდიდში საპროტესტო აქციების მონაწილე შალვა ესართიას და წერს, რომ მის ძმა მუხლი გადაუკვალიფიცირეს და...

თურქი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ ილია II-ის გარდაცვალების გამო – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი...

ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება. ფაქტს საქართველოს...

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...