მთავარისიახლეებიეკონომიკადისკრიმინაციული ბიუჯეტი კახი კალაძისაგან - 2020 წლიდან სოციალურად დაუცველთა შემწეობა...

დისკრიმინაციული ბიუჯეტი კახი კალაძისაგან – 2020 წლიდან სოციალურად დაუცველთა შემწეობა ვაკეში 400 ლარი ხდება, ისანში – 150 ლარი

Published on

სოციალურად დაუცველი პირებისათვის სახელმწიფო შემწეობა იმაზე იქნება დამოკიდებული თუ, რამდენად პრესტიჟულ უბანში ცხოვრობენ ისინი. ცვლილებები, რომელთა შეტანა თბილისის 2020 წლის ბიუჯეტში იგეგმება, სწორედ ამას გულისხმობს. მაგალითად ვაკეში მცხოვრებთათვის დახმარება 400 ლარი ხდება, ისანში მცხოვრებთათის – 150 ლარი ამრიგად, თბილისის მერმა სოციალურად დაუცველების დახმარებები უბნების მიხედვით დაყო.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი კახი კალაძეს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

“მართლა სამარცვინოა, რომ რა დონის პატარა კაცი უნდა იყო, რომ თბილისის ბიჯეტს ამტკიცებდე და რაიონების მიხედვით დაყო თბილისელები, ამას მე არ ვყვები ის ბიუჯეტი ყვება, რომელიც კალაძემ შემოიტანა. ახლა იტყვის, რომ არ წაუკითხავს და არ იცის, ვთავაზობთ, რომ ჯერ წაიკითხოს გადახედოს და წლის ბოლოს დაამტკიცოს. პირდაპირ დისკრიმინაციაა და ადამიანები დაყო, ვაკელებად, საბურთალოელებად და ვარკეთილელებად რაც ყოვლად მიუღებელია” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...