მთავარისიახლეებიპოლიტიკადა ჰა, ივანიშვილიც ,,სწორდა'': ,,როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას, ყველაზე...

და ჰა, ივანიშვილიც ,,სწორდა”: ,,როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას, ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდა”

Published on

ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოველში, სადაც პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებით საღმთო ლიტურგია აღევლინა.

ლიტურგიას დაესწრო ბიძინა ივანიშვილიც თავის ამალასთან ერთად.

ივანიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს რთულია ქართველების ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება, „ამას სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა“.

„ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წლის წინ, თუ გნებავთ. 42 წლის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. უდიდესია ჩვენი დედა ეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას. ძალიან ხშირად ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ. დღესაც მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ ყველა გამოწვევა გადავლახოთ და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს“,-განაცხადა ივანიშვილმა.


სიახლეები

“ოცნების” უმოქმედობამ შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის – ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელსაც 5 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს, ბრიუსელი "ოცნების" ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის...

ერევანში ზელენსკის მიპატიჟებას კრემლის უკმაყოფილება მოჰყვა

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს,...

ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია – მაკრონი

"სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები...

თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა

მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ოკრიბას იურისტმა, პაატა ყვავაძემ BMG-ს დაუდასტურა, მისი...