მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ ქვეყნის დამაქცევარი დიდვაჭარია, არამედ დიდი მსახიობიც. დაგვცინის მთელ...

,,ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ ქვეყნის დამაქცევარი დიდვაჭარია, არამედ დიდი მსახიობიც. დაგვცინის მთელ ერს… ” – მღვდელმონაზონი ანდრია სარია ივანიშვილზე, გახარიაზე და იუდას ამბორზე

Published on

სვეტიცხოვლი საკათედრო ტაძარში, პატრიარქის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ტაძარში სტუმრობას ეხმაურება მღვდელმონაზონი ანდრია სარია.


„შემრცხვა ჩემი თავის. პრემიერ მინისტრს როგორ ამცირებს ივანიშვილი. ფორმალურადაც არ იცავს სახელმწიფო პროტოკოლურ ნორმებს. სვეტიცხოვლის კადრებს დააკვირდით: პირველ სიტყვას თვითონ ამბობს, პირველ სავარძელს თვითონ იკავებს, პირველ მისალმებას თვითონ გასცემს და ამ პერიოდში პრემიერი გახარია დაცვის ფუნქციას ტვირთულობს. ვერაფრით განარჩევდი ბიძინას დაცვისგან პრემიერ გახარიას, ლამის ჟურნალისტებს უთხრა: ,,ბატონი ბიძინა არ შემიწუხოთო”…

,,ნიუ პოსტის” ფოტო

ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ ქვეყნის დამაქცევარი დიდვაჭარია, არამედ დიდი მსახიობიც. დაგვცინის მთელ ერს… ეკლესიის პრობლემებზე და მის ხელმძღვანელზეც ყველაფერი მოეხსენება. აქ კი ფარისევლობს, რა ქნას, არჩევნები კარზეა. ეს სიყალბე ამჟამად მას წარმატებას ვერ მოუტანს და ერს კეთილდღეობას… ,,ლოყის ამბორი” ვერ გადაგვარჩენს“ – წერს მღვდელმონაზონი ანდრია.

სიახლეები

“ოცნების” უმოქმედობამ შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის – ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელსაც 5 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს, ბრიუსელი "ოცნების" ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის...

ერევანში ზელენსკის მიპატიჟებას კრემლის უკმაყოფილება მოჰყვა

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს,...

ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია – მაკრონი

"სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები...

თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა

მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ოკრიბას იურისტმა, პაატა ყვავაძემ BMG-ს დაუდასტურა, მისი...