მთავარისიახლეებისაზოგადოებაუნივერსალური ხელმისაწვდომობა C ჰეპატიტის მკურნალობაზე უზრუნველყოფილია სახელმწიფო და დონორული პროგრამების ფარგლებში-...

უნივერსალური ხელმისაწვდომობა C ჰეპატიტის მკურნალობაზე უზრუნველყოფილია სახელმწიფო და დონორული პროგრამების ფარგლებში- აცხადებს მკვლევარი ლაშა გულბიანი [Video]

Published on

საქართველოში გადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობისა და სიკვდილობის ტვირთი უკავშირდება ტუბერკულოზის, აივ/შიდსსა და C ჰეპატიტს.

აღნიშნულზე საპასუხოდ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობით, უწყვეტად ხორციელდება ამ დაავადებების ეპიდზედამხედველობის, კონტროლის, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო და დონორული პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც უზრუნველყოფილია უნივერსალური ხელმისაწვდომობა შესაბამის მომსახურებებზე. ქვეყანაში ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტი, ამბობს ჯანმთელობის კვლევის კავშირის მკვლევარი, ლაშა გულბიანი.

გლობალური ფონდის (Global Fund) მხარდაჭერით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ჯანმრთელობის კვლევის კავშირთან (HRU) ერთად ახორციელებს მედია კამპანიას რომლის მიზანია ტუბერკულოზის, შიდსის და C ჰეპატიტის შესახებ: სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაცია; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაუმჯობესება; პირველად ჯანდაცვაში ამ დაავადებათა ინტეგრირებული სკრინინგის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; ინტეგრირებული სკრინინგით მოცვის გაუმჯობესებისა და მკურნალობაზე პაციენტთა ჩართვის ხელშეწყობა.

სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....