მთავარისიახლეებიპოლიტიკასამეგრელო-ზემო სვანეთის სუს-ის უკვე ყოფილმა უფროსმა მალხაზ თორიამ სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი...

სამეგრელო-ზემო სვანეთის სუს-ის უკვე ყოფილმა უფროსმა მალხაზ თორიამ სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი სცემა

Published on

“ტვ პირველის” ინფორმაციით, 17 დეკემბერს ყვარელში, შატო ბლუალეში სახელისუფლებო წვეულებაზე პატრულის გამოძახება გახდა საჭირო, რადგან ერთმანეთს სამეგრელო-ზემო სვანეთის სუს-ის უკვე ყოფილი უფროსი მალხაზ თორია და სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ქორიამ კუპრეიშვილი სცემა.

მაღალჩინოსნები ყვარელში სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას მიწვევით რეგიონის ქალაქების მერებთან და სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ჩინოსნების გაშველებაში ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ფოთის მერები ჩაერთვნენ.სწორედ მათ გამოიძახეს ადგილზე საპატრულო პოლიცია

ტელეკომპანიის ცნობით, გენინსპექცია მომხდარის დეტალებს სწავლობს, ხოლო თორია თანამდებობიდან სწორედ ინციდენტის გამო გაათავისუფლეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სუს-ის უკვე ყოფილი უფროსი მალხაზ თორია

თავად შატოში ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. სენაკის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მერები კი ადასტურებენ, რომ წვეულებაზე იმყოფებოდნენ, თუმცა დაპირისპირების ფაქტს – არა.

სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი

“ტვ პირველის” ინფორმაციით ამ ფაქტთან დაკავშირებით სამეგრელო – ზემოსვანეთის გუბერნატორი შესაძლოა მთვარობის ადმინისტრაციაში დაიბარონ, ინციდენტის სხვა მონაწილეები კი სუს-ში.

“არავითარ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად არავის გამოუძახებია საპატრულო პოლიცია და ამის გადამოწმება მარტივად 122-შია შესაძლებელი”” – აღნიშნა პირესსამსახურის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ ,, ნიუპოსტთან” საუბარში , მან ასევე გამორიცხა ალექსანდრე მოწერელიას თბილისში, კანცელარიაში დაბარების ფაქტიც.

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...