მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე: სახ. დეპ-ის განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება...

რომან გოცირიძე: სახ. დეპ-ის განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება მიკერძოებულია

Published on

“პირდაპირაა აღნიშნული, რომ საქართველოში მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა და პროკურატურა არის მიკერძოებული, გამოიყენება პოლიტიკური რეპრესიებისთვის”, – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

გოცირიძის შეფასებით, აღნიშნული განცხადება “საკმაოდ მძიმე ფორმის” მოწოდებაა ქართული ოცნებისთვის და მასში ფაქტობრივად აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედებს “პოლიციური რეჟიმი” და მიმდინარეობს ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს პროკურატურისა და სასამართლოს თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია ნათქვამი.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.

დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან“, – წერია განცხადებაში. 

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...