მთავარისიახლეებისამართალი,,დღევანდელ მთავრობას სჭირდება, რომ ოქრუაშვილი პატიმრობაში იყოს. დღეს ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა,...

,,დღევანდელ მთავრობას სჭირდება, რომ ოქრუაშვილი პატიმრობაში იყოს. დღეს ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს” – ირაკლი ოქრუაშვილის დღეს მმდინარე სასამართლო პროცესი დასრულდა

Published on

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის  სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული.
როგორც მისმა უფლებადამცველმა ვახტანგ იაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც ოქრუაშვილი პროცესს არ ესწრებოდა. მისი თქმით, ერთი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა სერიოზული არაფერია. ადვოკატის თქმით, მეორე მიზეზია ის, რომ ოქრუაშვილი პროტესტის ნიშნად არ დაესწრო სხდომას, რადგან მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის სტატუსით, ბრალდების მხარის ორი მომწე დაიკითხა. ორივე მათგანი სამართალდამცავია. მოწმეებმა ისაუბრეს 20-21 ივნისის მოვლენებისას, რა დროს მიიღეს დაზიანებები. მოწმის სახით წარდგენილი პოლიციელი, გიორგი ჩოქური აცხადებს, მომიტინგეების მხრიდან პარლამენტში შესვლის მოწოდება გაიგონა, თუმცა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის მხრიდან არ გაუგონია.
,,მსგავსი მოწოდება ოქრუაშვილისგან არ გამიგია”, – განაცხადა ასევე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელმა დავით კოხრეიძემ.

პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, ბრალდების მხარე ამ საქმეზე რამდენიმე მოწმის დაკითხვას კიდევ აპირებს.
აღნიშნული მოწმეები დაიკითხნენ ბრალდების მხარის მიერ. ასევე, ბრალდების მხარე წარმოადგენს სხვა პირდაპირ მოწმეებს, რომლებიც დაამტკიცებენ მის ბრალეულობას”, – განაცხადა ვაჟა თოდუამ სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ოქრუაშვილის ადვოკატმა ვახტან იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოქრუშვილის სასამართლო საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. მისი თქმით, არ არსებობს მოწმე და ვერც იარსებებს, რომელიცირაკლი ოქრუაშვილის  ბრალეულობას დაადასტურებს.
„დღევანდელ მთავრობას სჭირდება, რომ ოქრუაშვილი პატიმრობაში იყოს. დღეს ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. მოიყვანეს ორი დაზარალებული, რომლებიც იდგნენ ჩიტაძის ქუჩაზე. შეკითხვის დასმის სურვილიც კი არ გაგვიჩნდა. არც მოწოდება გაუგიათ, არც ის იციან, რა ხდებოდა რუსთაველზე. არ დაგიმალავთ, როდესაც ამ დაზარალებულებთან ერთად მოვდიოდით, იკითხეს, ჩვენ რატომ მოგვიყვანესო. მე ვუთხარი, იგივე შეკითხვა მაქვს ბრალდების მხარესთან-მეთქი. ამიტომ, ასეთ უცნაურ ვითარებაში გვიწევს პროცესის გაგრძელდება”, – განაცხადა იაშვილმ თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ადვოკატის თქმით, ის ამჯერად შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავს.„განახლდება პოლიტიკური პროცესი ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ. ბრალდების მხარე შეეცდება, წარმოადგინოს მტკიცებულებები, თუმცა მათ ეს მტკიცებულებები არ გააჩნიათ. კვლავ მოიყვანენ მოწმეებს, რომლებმაც, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, ვერ მიუთითეს ვერაფერი, რაც დაადასტურებდა ირაკლის ბრალეულობას. ასევე დღეს და შემდგომ პროცესებზეც, ალბათ, გაგრძელდება იგივე. ანუ, ეს არის ის ჩვეულებრივი საქმე საქმისთვის, პოლიტიკური მოტივით შემქნილი და არა რეალური მართლმსაჯულება. მე არ ვგეგმავ ახლა რაიმე შუამდგომლობის დაყენებას. თუ რაიმე ახალი, კონკრეტული გარემოება არ გვექნება. ამ ეტაპისთვის ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მოწმეების დაკითხვაში. მათ დავკითხავთ, დავუსვამთ სათანადო შეკითხვებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება დამსწრე საზოგადოება და შემდეგ უკვე ყველა დანარჩენი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის მართალი” – აღნიშნა ვახტანგ იაშვილმა

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...