მთავარისიახლეებისაზოგადოებაბოლო დღეებში სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა

ბოლო დღეებში სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა

Published on

თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღეებში გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა.

​ცენტრი მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, გრიპის და მწვავე ინფექციების პირველივე სიმპტომების დროს, ზუსტი დიაგნოზისთვის ოჯახის ექიმს ან პედიატრს მიმართონ.

“ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად იმატა გრიპის სიმპტომებით მომართვიანობამ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისადმი. ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოძახებების მესამედზე მეტი სწორედ გრიპის და გრიპის მაგვარი ვირუსული დაავადებების მქონე პაციენტებზე მოდის.

თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას – გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლს: ოჯახის ექიმს, პედიატრს, თერაპევტს, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენციას აღემატება”, – აღნიშნულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, ცენტრი მოსახლეობას ახსენებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენცია შემოიფარგლება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვით.

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...