მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის საფეხბურთო გუნდს სახელი შეუცვალეს და ამიერიდან დინამოს სახელით იასპარეზებს. ,,ვის...

ზუგდიდის საფეხბურთო გუნდს სახელი შეუცვალეს და ამიერიდან დინამოს სახელით იასპარეზებს. ,,ვის კითხეთ? ამდენი დინამო რა საჭიროა, რატომ ბრუნდებით კომუნისტურ წყობილებაში?” – აფეთქება სოციალურ ქსელში

Published on

საქართველოს ჩემპიონატის 2020 წლის სეზონიდან ზუგდიდის საფეხბურთო გუნდი “ზუგდიდი” ახალი სახელწოდებით, ზუგდიდის “დინამო” იასპარეზებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ გვერდზე დღეს დილით გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“მომავალ საფეხბურთო ჩემპიონატზე, ეროვნულ ლიგა 2-ში, ზუგდიდის “ზუგდიდი”, ახალი სახელწოდებით იასპარეზებს და ახალ სეზონზე მას, “დინამო” ზუგდიდი ერქმევა.

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გუნდის ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებით, ცვლილება რეესტრში გატარებულია. ზუგდიდური გუნდი, “დინამო”-ს სახელით საქართველოს ჩემპიონატსა და სსრკ-ს ჩემპიონატის მეორე ლიგის 9-ე ზონაში ათეული წლების წინ ასპარეზობდა (1974 წწ-1990 წწ-მდე). 1995-96 წწ-ში გუნდმა კვლავ დაიბრუნა “დინამო”-ს სახელი, თუმცა სახელწოდების ხშირი ცვლაც იყო, ხოლო 2000 წლებიდან გუნდი კვლავ ამავე სახელს მიუბრუნდა, მაგრამ მცირე პერიოდით და ამ ეტაპზე ზუგდიდური გუნდი ზედა ელიტაში აღარ ასპარეზობდა.

2019 წლის ბოლოს კი გუნდს, კვლავ “დინამო” ზუგდიდი ეწოდა და როგორც აღვნიშნეთ, მომავალი სეზონიდან ზუგდიდური კლუბი ამ სახელწოდებით იასპარეზებს. ცვლილება შეეხო მხოლოდ სახელს და უცვლელი რჩება გუნდის ლოგო (მცირე კორექტირებით).- ნათქვამია განცხადებაში.

გულშემატკივრები გადაწყვეტილებას არ იწონებენ.

,, ვის კითხეთ? თუ თქვენით მიიღეთ გადაწყვეტილება? ეს გუნდი არაა ხელმძღვანელობის, ეს არის ჩვენი, ქალაქის გუნდი! გეკითხათ მაინც!!! რა დინამო?!! ”

,,ზუგდიდის – ოდიში
მარტვილის – სალხინო
ფოთის – კოლხეთი ან ფაზისი
ხობის – კოლხეთი ან ლაზიკა
ჩხოროწყუს – სამეგრელო
წალენჯიხის – სქური
სენაკის – ეგრისი
აბაშის – ზანა
მემგონი ასე აჯობებს…
აღარ გვინდა დინამო, ტორპედო, ლოკომოტივი და მეტალურგი ან თუნდაც მეშახტე.
დავრქვათ ქართული სახელები ”

,,რას შეჭამეთ ეს გუნდი, ხან ლოგოს უცვლიდით ყოველ წელს, მაგ რო მოგბეზრდათ, მწვრთნელებზე გადახვედით და შვიდი კაცი დანიშნეთ და გაუშვით ერთ სეზონზე გუნდიდან და ახლა სახელი – მოუსვენრები და ცელქები ხართ რა

,,გულშემატკივრებისთვისაც გეკითხათ აზრი ასე თქვენს გემოზე რომ ცვლით სახელებს, ამდენი დინამო რა საჭიროა, რატომ ბრუნდებით კომუნისტურ წყობილებაში, ვერ წარმომიდგენია ტრიბუნაზე ვიჯდე და დინამო ვიძახო… რეესტრში სანამ დაარეგისტრირებდით ცვლილებას მანამდე რო დაგეწერათ გაიგებდით ხალხის აზრს, მაგრამ როგორც ჩანს არ გაინტერესებთ გულშემატკივარი.. ”


სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...