მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ მამათთან წუხელ გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ

სოფელ მამათთან წუხელ გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ

Published on

სოფელ მამათისა და აცანის საზღვარზე  ხანძრის  ლოკალიზება ვერ მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის კერები მეტისმეტად მიუდგომელ ადგილზეა.

ამ წუთებში მიმდინარეობს გზების ძიება, საიდან შესაძლებელი იქნება ცეცხლის ლოკალიზებაზე მუშაობა.

ადგილზე მობილიზებული არიან სატყეო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ხანძრის კერები დასახლებული პუნქტისგან შორსაა.

ცეცხლი გვიან ღამით, ბალახის საფარს გაუჩნდა. იგი მიწაზე დაყრილ ხმელ ფოთლებსა და ბუჩქებს მოედო ,  თუმცა მდგომარეობა საგანგაშო ნამდვილად არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ქარიანი ამინდია, წელიწადის დროის ამ მონაკვეთში გამორიცხულია ცეცხლი უშუალოდ ხეებს მოედოს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია და  სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში ბოლო სამი დღის შუალედში, ტყის მასივში ხანძრის გაჩენის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 25 იანვრის ღამეს აგარაკის მთის ფერდობზე ჰქონდა ადგილი ანალოგიურ ფაქტს.

სიახლეები

თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა

მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ოკრიბას იურისტმა, პაატა ყვავაძემ BMG-ს დაუდასტურა, მისი...

300 ეკლესია აღვადგინეთ და არცერთი არ იყო ივანიშვილის ფულით, როგორც მათ გაავრცელეს – სააკაშვილი

არცერთი მმართველის პირობებში საქართველოში ეკლესია არასდროს ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემი მმართველობის დროს, -...

გელა ხასაია დაზარალებულის სტატუსის მქონე პირმა სხდომათა დარბაზში ვერ იცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი გელა ხასაიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების...

კალასი: ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

შესანიშნავია ერევანში ყოფნა. ჩვენ გვაქვს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრა. ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია,...