მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს უნივერსიტეტმა ზუგდიდელი პედაგოგებისთვის ჯიპრაიდის სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებზე სემინარი გამართა...

საქართველოს უნივერსიტეტმა ზუგდიდელი პედაგოგებისთვის ჯიპრაიდის სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებზე სემინარი გამართა [Video]

Published on

საქართველოს უნივერსიტეტმა https://ug.edu.ge/ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დარბაზში სამეგრელო-ზემო სვანეთის კერძო და საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის ჯიპრაიდის სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებში სემინარი გამართა. სემინარის ფარგლებში განიხილეს  წარმატებული პროექტების ნიმუშები, მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროების გათვალისწინებითა და თვითრეგულირების უნარის განვითრების ხელშეწყობით, სასწავლო პროექტების დაგეგმვის, სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობისა და სააზროვნო უნარების განვითარების, საკითხები. საგანმანათლებლო სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების ფონზე, საქართველოს უნივერსიტეტის  https://ug.edu.ge/ მიერ დაფინანსებული სემინარი, პედაგოგებისათვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული სემინარი მასწავლებლებისათვის უფასო იყო. ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.სემინარს საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათ სკოლის პროფესიული განვითრების ცენტრის ,,იუჯიპრაიდის“ ტრენერ- კონსულტანტები უძღვებოდნენ.საქართველოს უნივერსიტეტი https://ug.edu.ge/  ახალი მიდგომებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, ტრენინგებსა და სემინარებს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში მიმავალშიც გეგმავს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...