მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელიას ადგილმონაცვლის კანდიდატურად ბადრი ბასიშვილის დასახელდა

ნიკა მელიას ადგილმონაცვლის კანდიდატურად ბადრი ბასიშვილის დასახელდა

Published on

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, ნიკა მელიას   ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის წევრებს ენძელა მაჭავარიანს და კარლო კოპალიანს  

კოპალიანის განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს პარლამენტში ისეთი პირის ყოფნას, რომელიც მისივე თქმით, დარბევებში იღებდა მონაწილეობას. კოპალიანის შეფასებით, პარლამენტის მიერ ბადრი ბასიშვილისთვის მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოს სირცხვილი იქნება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის თქმით, ის ფაქტი, რომ თავისი დეპუტატის ნიკა მელიას   უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო სასამართლოში არ გაასაჩივრა, ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ნიკა მელიამმ განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს. რომან გოცირიძე ნიკა მელიას გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პარლამენტში ფრაქცია ,,ნაციონნალური მოძრაობა” კვლავ იარსებებს.

რეგლამენტის მიხედვით, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდა სცნოს.

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...