მთავარისიახლეებისამხედრო თემაღარიბაშვილის განცხადებით, ჯარისკაცების ფეხსაცმელისა და უნიფორმის ხარისხი ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს...

ღარიბაშვილის განცხადებით, ჯარისკაცების ფეხსაცმელისა და უნიფორმის ხარისხი ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება, ეს რომელი ჯარისა, პრეზიდენტის აზრით რომ არ გვყავს და არც გვეყოლება?

Published on

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის  განცხადებით, ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაგეგმილია ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის ჯარისკაცებისთვის სამხედრო ფეხსაცმლის შეძენა.

„შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ის, რისი გაუმჯობესებაც ჩვენ დავიწყეთ, არის სამხედრო ფეხსაცმლისა და უნიფორმის მოწესრიგების საკითხი. მინდა ღიად გითხრათ, რომ აღნიშნული საკითხი მთელი წლების განამვლობაში იყო გამოწვევა და პრობლემა, თავად ჯარისკაცების წუხილის საგანი, რადგან ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი არ იყო სათანადო და ხარისხიანი. ჩვენი გადაწვეტილებით, ჯარისკაცების ფესაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სატნდარტებს გაუთანაბრდება 2020 წელს. ჩვენ დავგეგმთ სამხედრო უნიფორმის სრული განახლება, ასევე გეტყვით, რომ თითოეული ჯარისკაცი იქნება უზრუნველყოფილი განახლებული სახის და მაღალი ხარისხის უნიფორმით. გეტყვით იმასაც, რომ დავგეგმეთ მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის სამხედრო ფეხსაცმლის შეძენა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის წამყვან კომპანიებთან, რომლებიც ნატო-ს წევრი არაერთი ქვეყნის ჯარს ამარაგებენ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა 100 დღის საქმიანობის შეჯამებისას.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...