მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთიდან დევნილი ლეილა მოროხია ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

აფხაზეთიდან დევნილი ლეილა მოროხია ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს [Video]

Published on

აფხაზეთიდან დევნილი ლეილა მოროხია ამ ოთახში 4 თვეა ქირით ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, აქ მამის გარდაცვალების შემდეგ გადმოვიდა. მარტოხელა ქალბატონი ამბობს, რომ დევნილთა სამმართველოში მოატყუეს, უთხრეს, რომ ქირას გადაუხდიდნენ, თუმცა, დღემდე საფასურს თვითონ იხდის.დევნილთა სამმმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ქირას ლეილა მოროხიას ვერ გადაუხდიან, „ოდიშინიუსთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მოროხიას საცხოვრებელი პირობები სოციალური სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად სამმართველო ქირას ვერ გადაუხდის. ლეილა მოროხია სიცრუეში კიდევ ერთ უწყებას ადანაშაულებს. მისი თქმით,  მერიის სოციალური  სამსახური შეშას დაპირდა, თუმცა არც ეს  მიუღია.მერიაში განმარტავენ, რომ ლეილა მოროხიას გაცხადება უწყებაში 6 დეკემბერს დარეგისტრირდა, „შეშის გაცემა ხდება ეტაპობრივადახლა მიმდინარეობს შეშის დამზადების პროცესი აქამდე 150-მდე ოჯახმა მიიღო ზამთრისთვის შეშა. – აცხადებენ მერიაში

სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....