მთავარისიახლეებიპოლიტიკაზვიად გამსახურდია ინაურს: ,,მოვითხოვ დღესვე სასწრაფოდ შემატყობინონ ჩემი ბავშვის მდგომარეობა,თორემ მე თავად...

ზვიად გამსახურდია ინაურს: ,,მოვითხოვ დღესვე სასწრაფოდ შემატყობინონ ჩემი ბავშვის მდგომარეობა,თორემ მე თავად დავუდებ ზღვარს ჩემს წამებას”

Published on

ზვიად გამსახურდია

გენერალ-პოლკოვნიკ ალ.ინაურს


ჩემი მდგომარეობა ჯოჯოხეთზე უარესია.

არა იმის გამო,რომ პატიმარი ვარ,არამედ იმის გამო,რომ პოდპოლკოვნიკი მირიანაშვილი მიმართავს ფსიქოლოგიური წამების საზიზღარ მეთოდებს ჩემს მიმართ.

კერძოდ,იგი უკვე სამი დღეა,რაც მიმალავს ჩემი მეუღლის წერილს ჩემდამი,სადაც აღწერილია ჩემი ბავშვის მდგომარეობა.

როგორც ჩანს,ეს მდგომარეობა ძალზე მძიმეა,თორემ იგი არ დამიმალავდა ამ წერილს.როგორც ჩანს,ის გამოუცნობი დაავადება,რაც ჩემ ბავშვს სჭირს მიკროტალღური რადიაციითაა გამოწვეული,ან ტოქსიური გზით.


მე არაფერს არ მოვითხოვ თქვენგან,არც შეცოდებას,არც შეღავათს,დაე,ღმერთი იყოს ჩვენს შორის მსაჯული,მაგრამ მე მოვითხოვ დღესვე სასწრაფოდ შემატყობინონ ჩემი ბავშვის მდგომარეობა,თორემ მე თავად დავუდებ ზღვარს ჩემს წამებას.


მე მგონი თქვენ გაგაჩნიათ მამობრივი გრძნობა,წარმოიდგინეთ თქვენი თავი ჩემს დღეში.გაფიცებთ თქვენ შვილებს,შვილიშვილებს,ყველას ვინც გიყვართ,დღესვე შემატყობინეთ ,როგორ არის ჩემი ბავშვი,მოთმინების ფიალა ამოიწურა


1977.14 აპრილი

სიახლეები

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...

ვისაც დავალება არა აქვს, ყველასთან მზად ვართ… შედგეს პირველი დებატები – კობახიძე

-ინტერპრესნიუსი- მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები...

გიორგი ვაშაძის პატიმრობის ვადა ამოიწურა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდება. მას პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ვაშაძის გამოსვლას რუსთავის მე-12...