მთავარისიახლეებიპოლიტიკაცოტნე გამსახურდია თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე მეგობრებთან საუბრობდა, რომ რუსეთიდან ჩამოსული იყო...

ცოტნე გამსახურდია თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე მეგობრებთან საუბრობდა, რომ რუსეთიდან ჩამოსული იყო “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ადამიანი, რომელსაც მისი ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა

Published on

,,ნიუ პოსტის” ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე მეგობრებთან საუბრობდა იმის შესახებ, რომ მასზე თავდასხმა მზადდებოდა.

ცოტნეს მეგობარი ვატო გელაშვილი მედიასთან ამბობს, რომ გამსახურდიას ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა და შესაძლო დამკვეთზეც ღიად საუბრობდა.
“ცოტნეს დიდიხანია ვიცნობ და მას ჩემთან და სხვა მეგობრებთანაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი ლიკვიდაცია შეიძლება მომხდარიყო.

ჯერ კიდევ შარშან გვითხრა, რომ რუსეთიდან იყო ადამიანი ჩამოსული, რომელიც მისი ეჭვით, ლიკვიდაციას მოახდენდა. ეს უკავშირდებოდა ზვიად გამსახურდიას საქმეს. ამბობდა, რომ რუსეთიდან ჩამოსული იყო, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ადამიანი, რომელსაც სურვილი ჰქონდა ცოტნეს ლიკვიდაციის”- აცხადებს გელაშვილი.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...